თავში

რამდენად სწორია რეფინანსირებისა და სავალუტ ინტერვენციების დაკავშირება

რამდენად სწორია რეფინანსირებისა და სავალუტ ინტერვენციების დაკავშირება
რამდენად სწორია რეფინანსირებისა და სავალუტ ინტერვენციების დაკავშირება

ფინანსთა მინისტრი მოადგილემ, გიორგი კაკაურიძე ამბობს, რომ კორონავირუსის გამო შექმნილი კრიზისის პირობებში ლარზე ზეწულა ბუნებრივია და ეროვნული ბანკი ინფლაციის მოთოკვას თავს კარგად ართმევს.

მისი თქმით, ის ექსპერტები და ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც რეფინანსირებასა და ვალუტის მიწოდებას ერთმანეთს უკავშირებენ, არასწორ განცხადებებს აკეთებენ.

"როდესაც პანდემია გავრცელდა და შოკი მიიღო მთელმა მსოფლიომ და მათ შორის საქართველომ, (საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურიზმიდან მიღებული შოკი, ვინაიდან ეკონომიკის დაახლოებით 10 პროცენტს შეადგენდა), რა თქმა უნდა, ვიცოდით, რომ ეს ლარის კურსზე ზეწოლას გამოიწვევდა, თუმცა ჩვენ სწორედ ამისთვის მოვიზიდეთ საკმაოდ დიდი თანხა, დაახლოებით 1,5 მილიარდი დოლარის ოდენობით, რაც „ეროვნულ ბანკს“ საშუალებას აძლევს, ბაზარს ვალუტა საჭიროების მოცულობით მიაწოდოს," - ამბობს კაკაურიძე და დასძენს, რომ სავალუტო ინტერვენციის საჭიროების მოცულობას განსაზღვრავს „ეროვნული ბანკი“ და ის ყველაზე კარგად ხედავს, რა მოცულობას ექნება ეფექტი.

„შესაბამისად „ეროვნულ ბანკს“ აქვს იმის რეზერვები, რომ საჭიროებიდან გამომდინარე საჭირო დოზით მიაწოდოს ეროვნულ ბაზარს უცხოური ვალუტა, შესაბამისად, დიდი რისკები აქ არ უნდა გვქონდეს, ვინაიდან ეს რეზერვები უკვე არის ჩამორიცხული დაახლოებით ორ მილიარდზე მეტი, დიდი ნაწილი რატიფიცირებულია და ეტაპობრივად ჩამოდის. ყოველთვიურად ვხედავთ, რომ ფასების დინამიკის, ინფლაციის მაჩვენებელი იკლებს და წლის ბოლომდე ვფიქრობთ, რომ ის 4 პროცენტზე ნაკლები იქნება, რაც მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე პანდემიის დასაწყისში, როდესაც 6 პროცენტზე მაღალი და 7-პროცენტიანი მაჩვენებელი გვქონდა. სწორედ ამიტომ, რა თქმა უნდა, ლარის კურსზე მოქმედებს როგორც ის შემოდინებების დანაკლისი, ასევე ის მოლოდინები, რაც პანდემიის გავრცელებამ გამოიწვია და სწორედ ამას მოჰყვა გაუარესების ტენდენცია, თუმცა ჩვენ მოვიზიდეთ საკმარისი რეზერვი იმისთვის, რომ „ეროვნულმა ბანკმა“ საჭიროების შემთხვევაში, საჭირო რაოდენობის ვალუტა მიაწოდოს ბაზარს. არასწორ განცხადებებს აკეთებენ ის ექსპერტები და ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც რეფინანსირებას და ვალუტის მიწოდებას ერთმანეთს პირდაპირ უკავშირებენ. რეფინანსირებას გააკეთებს თუ არა, ეკონომიკას ვალუტაზე ექნება ის მოთხოვნა, რა მოთხოვნაც აქვს. რეფინანსირების მიწოდება არ ნიშნავს, რომ ის ფული მიაქვს ბანკებს და დოლარებში არეზერვებენ ბანკები, ვინაიდან ბანკებს შეზღუდული აქვთ ე.წ. პოზიციის გახსნა, როგორც ერთ მხარეს, ისე მეორე მხარეს, ანუ ლარშიც და სხვადასხვა ვალუტაშიც, შესაბამისად თუ რეფინანსირებას იღებენ, იღებენ ეკონიმიკის დასაკრედიტებლად და არა დოლარების შესყიდვისთვის“, - აცხადებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე“, - აცხადებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system