თავში

რამდენად სწორია სავაჭრო სექტორისთვის დაწესებული შეზღუდვა

რამდენად სწორია სავაჭრო სექტორისთვის დაწესებული შეზღუდვა
რამდენად სწორია სავაჭრო სექტორისთვის დაწესებული შეზღუდვა

სავაჭრო სექტორში არსებული მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, სპეციალისტები ფიქრობენ, რომ შეზღუდვა დარგს უმძიმეს პრობლემას შეუქმნის და კონკურენტუნარიანობას მნიშვნელოვნად შეამცირებს. ეკონომისტი სოსო სიმონიშვილი ვარაუდობს, რომ კონკურენტუნარიანობის რეიტინგში საქართველოს პოზიციები მნიშვნელოვნად გაუარესდება. 

,,სავაჭრო სფერო მძიმე მდგომარეობაშია შეზღუდვების გამო. ფაქტობრივად, რისკის ქვეშ არის ყველა, სასურსათო და ჰიგიენური მიმართულებების გარდა, რაც ეკონომიკაშიც შექმნის პრობლემას, ბიზნესს ძალიან გაუჭირდება. იმპორტისთვის ეს დიდი დაბრკოლებაა, მეწარმეებმა ჩადეს ფული,  ჩამოიტანეს პროდუქცია, თუ ვერ გაყიდიან, რა უნდა ქნან?! თანაც, მათ უმეტესობას კრედიტი აქვს აღებული, ვადებს გაუზრდის ვინმე თუ სხვა  შეღავათს გაუწევს?! ძალიან ბევრი ბიზნესი გაკოტრდება. ონლაინ და მიტანის სერვისით ბევრი ვერაფერი გაიყიდება, ამიტომ ვფიქრობ, რომ წარმოებაშიც და სავაჭრო სექტორშიც ადილები დაიკარგება. არ იყო ასეთი ჩაკეტვა გონივრული, ტრანსპორტში ხალხის რაოდენობის შეზღუდვა და მეტი კონტროლის შეიძლებოდა. ვერ მოხერხდა ეს, ამიტომ მივედით ასეთ ეპიდემიურ მდგომარეობამდე. პირდაპირი მივარდნენ სავაჭრო სექტრს, რაც არასწორი პოლიტიკის შედეგია", - ამბობს სიმონიშვილი და დასძენს, რომ ფულად-საკრედიტო პოლიტიკას უნდა მიექცეს ყურადღება, რომ რესურსი რეალური სექტორის განვითარებას მოხმარდეს.

ეკონომისტის შეფასებით, სინამდვილეში ბანკების პოლიტიკა რეალური სექტორს პრობლემას უქმნის, რადგან ეკონომიკის ნაცვლად, ძირითადად იმპორტი ფინანსდება, რაც სხვა ქვეყნების სამუშაო ადგილებს უზრუნველყოფს. 

ცნობისთვის, საცალო და ქსელური სავაჭრო სექტორის წარმომადგენელთა ერთობლივ განცხადებაში, რომელშიც სექტორი მთავრობას მოთხოვნებსაც უყენებს, აღნიშნულია, რომ მთავრობის მიერ შემოღებულმა სრულმა შეზღუდვამ სავაჭრო ობიექტების მუშაობაზე 28 ნოემბერიდან - 24 დეკემბრის ჩათვლით და შემდგომ 3 იანვრიდან - 1 თებერვალმდე, რისკის ქვეშ დააყენა ქვეყანაში მინიმუმ 25000 სამუშაო ადგილის და ასეულობით მცირე და საშუალო ბიზნესის არსებობა.

მათი განმარტებით, საქართველოს ეკონომიკას და საცალო ვაჭრობის სექტორს ამ პერიოდში მიადგება 1 მილიარდ ლარამდე ზარალი, რაც უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდებს ათი-ათასობით ოჯახს. სახელმწიფო ბიუჯეტი ვერ მიიღებს ასეულობით მილიონ შემოსავალს სხვადასხვა გადასახადების სახით და მნიშვნელოვნად შეარყევს იმ საერთაშორისო ინვესტორების ნდობას, რომლებმაც 500 მლნ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელეს ამ დარგში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system