თავში

რამდენად სწორია სავალუტო ჯიხურების დახურვა ქვეყანაში

რამდენად სწორია სავალუტო ჯიხურების დახურვა ქვეყანაში
რამდენად სწორია სავალუტო ჯიხურების დახურვა ქვეყანაში

ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბის შეზღუდვის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსახლეობას ფინანსური სერვისების მიღება შეუზღუდავად შეუძლია, თუმცა გუშინ ქვეყნის მასშტაბით დროებით შეწყვიტა მუშაობა შემდეგმა ფინანსურმა დაწესებულებებმა: სამუშაო ოფისებიდან სესხის გამცემი სუბიექტები, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები, საკრედიტო კავშირები, საგადახდო მომსახურების პროვაიდერები, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორები, აქტივების მმართველი კომპანიები, ცენტრალური დეპოზიტარის, სპეციალიზებული დეპოზიტარის, საფონდო ბირჟის, არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი, საკრედიტო საინფორმაციო ბიურო.

შავი ზღვის უნივერსიტეტის ლექტორი, ეკონომისტი და ფინანსისტი, ყოფილი ფინანსთა მინისტრი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წვვრი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ დაუშვებელია ვალუტის გადამცვლელი პუნქტების დახურვა. 

დეპუტატის აზრით, სავალუტო ჯიხურების როლი ვირუსის გავრცელებაში გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ნებისმიერი სასურსათო მაღაზიის ან აფთიაქის. 

"სრული კარტბლანში ეძელევათ ბანკებს. ვალუტის ყიდვა-გაყიდვა ექსკლუზიურად აღმოჩნდება მხოლოდ ბანკების ხელში, სადაც კურსი ისედაც ცუდი იყო ყოველთვის და ნაკლებ კონკურენტულ პირობებში კიდევ უფრო გაუძვირებენ კლიენტებს მომსახურებას. ეს ასევე გამოიწვევს ბანკებში ადამიანების მიმართვიანობის ზრდას, რაც დახურულ სივრცეში ვირუსის გავრცელების უფრო მეტი რისკის შემცველია, ვიდრე ღია სივრცეში მომუშავე სავალუტო პუნქტების უმეტესობაში," - აცხადებს რომან გოცირიძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system