თავში

რამდენად სწორია შეღავათი კონკრეტული ბიზნესის სასარგებლოდ

რამდენად სწორია შეღავათი კონკრეტული ბიზნესის სასარგებლოდ
რამდენად სწორია შეღავათი კონკრეტული ბიზნესის სასარგებლოდ

მთავრობის საშეღავათო პოლიტიკა გადასახადებსაც შეეხება, მაგრამ ეს არ იქნება მასიურ სახით, რასაც როგორც ბიზნესი, ასევე სპეციალისტებიც ითხოვენ. ფინანსისტი ვახტანგ ხომიზურაშვილი თვლის, რომ გადაწყვეტილება რომელიმე კონკრეტული ბიზნესის სასარგებლოდ არასწორია, რადგან კომპანიები ამით არათანაბარ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან და კრიზისიდან გამოსწვლა გაუჭირდებათ.

გარდა ამისა, ფინანსისტი ფიქრობს, რომ ეპიდემიის გამო ყველა ტიპის გადასახადი უნდა გადავადდეს და სადაც შესაძლებელია, ტარიფის ოდენობაც შემცირდეს.

,,პანდემიის პერიოდში მეწარმეების გადასახადებისგან გათავისუფლება ჩვეულებრივი პრაქტიკა უნდა იყოს. მიმაჩნია, რომ ცვლილება უნდა შეხოს როგორც საშემოსავლო, ასევე ქონების გადასახადს. ფაქტობრივად, ყველა ტიპის გადასახადი უნდა იყოს ანულირებული მთავრობის მხრიდან, ამით ბიზნესი დიდ შეღავათს მიიღებს. მართალია, მთავრობას მოაკლდება შემოსავალი, მაგრამ მან მიიღო დიდი რესურსი როგორც უშუალოდ პანდემიასთან ბრძოლისთვის, ასევე ფინანსური დახმარებები საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, რაც დანაკარგს დააკომპენსირებს. გადასახადების გადავადებით ბიუჯეტს დიდად არაფერი დაუშავდება. აუცილებელია, რომ გადასახადები გადაიხედოს, რის პრაქტიკული შესაძლებლობაც ქვეყანას გააჩნია. ცხადია, არასწორია, რომ გადასახადი რომელიმე კონკრეტულ ჯგუფს შეუმცირო, მოხდება ის, რომ ერთი გაძლიერდება და სხვა შესუსტდება, ამიტომ საერთოდ უნდა შემცირდეს. ხოლო გადასახადები, მინიმუმ განახევრდეს, სოციალური ვალდებულებების მოხსნაც შესაძლებელია,  საგადასახადო კუთხით მრავალი ღონისძიებაა განსახორციელებელი, რის გარეშე არსებული პრობლემის მოგვარება რეალურად შეუძლებელია", - აცხადებს ვახტანგ ხომიზურაშვილი report.ge-თან. 

როგორც ცნობილია, მეწარმე სუბიექტებს საშემოსავლო და ქონების გადასახადის 2021 წლის 1-ელ იანვრამდე გადავადების შესაძლებლობა ეძლევა.

საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, გადამხდელთა იმ კატეგორიას, რომლებსაც 2020 წლის 1 დეკემბრამდე საშემოსავლო და ქონების გადასახადი გადავადებული ჰქონდათ და რომლებიც ტურისტულ სექტორში საქმიანობენ (ასევე მასთან გათანაბრებულ სექტორში), საშემოსავლო და ქონების გადასახადის ნაწილში დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების 2021 წლის 1-ელ იანვრამდე გადავადების შესაძლებლობა ექნებათ.

ამის შესახებ report.ge-ს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system