თავში

რამდენად სწორია სოციალური გაზით ელექტროენერგიის წარმოების სუბსიდირება

რამდენად სწორია სოციალური გაზით ელექტროენერგიის წარმოების სუბსიდირება
რამდენად სწორია სოციალური გაზით ელექტროენერგიის წარმოების სუბსიდირება

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, აწ უკვე განსვენებული, ზურაბ ჟვანიას, ძმამ, გოგლა ჟვანიამ, გამოთქვა მოსაზრება, რომ ელექტროენერგია საქართველოს შეუძლია აწარმოოს იმ გაზით, რასაც სამხრეთ კავკასიური მილსადენით ტრანზიტის სანაცვლოდ უფასოდ იღებს. ამით გოგოლა ჟვანია შეეცადა გაემყარებინა არგუმენტები მსხვილი ჰესებისა და ნამახვანიჰესის წინააღმდეგ. ამ მოსაზრებას აბსურდულს უწოდებს ეკონომიკის ექსპერტი ანდრია გვიდიანი, რომელიც აცხადებს, რომ დღესვისაც არ ეზარება, ვინც იცის და არ იცის, ყველა ენერგეტიკაზე ლაპარაკობს, რაც არასწორია.

გვიდიანი ამბობს, რომ ბუნებრივი აირი, რომელსაც "უფასოდ" ვიღებთ, სინამდვილეში ტრანზიტის საფასურია. ანუ გვიდიანი ხაზს უსვამს, რომ უფასო არაფერი არ არის - ყველაფერს თავის ფასი აქვს. გარდა ამისა, გვიდიანი ამტკიცებს, რომ ტრანზიტის სანაცვლოდ მიღებულ ბუნებრივ აირს ელექტროენერგიის საწარმოებლად თუ გამოიყებს, ქვეყანას ბუნებრივი აირი მაინც საყიდელი ექნება და ეს ზოგად სურათში არაფერს ცვლის, რადგან შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება.

"თუ მოხმარება ყოველწლიურად გაიზრდება 3%, ამის პარალელურად ყოველწიურად დამატებით 110 მგვტ. სიმძლავრის თბოსადგურების მშენებლობაა საჭირო დეფიციტის დასაფარად, ჯამურად 1650 მგვტ. ხაზგასასმელია, რომ მოხმარების 3%-იანი ზრდა პესიმისტური გათვლაა, მინიმუმ 5%-იანი ზრდა გვექნება მომავალ წლებში; 2035 წლისთვის, მხოლოდ თბოსადგურებისთვის იმპორტირებული გაზის მოცულობა მიაღწევს 2.2 მილიარდ მ3-ს, რომლის ღირებულებაც საშუალოდ 440 მლნ.აშშ დოლარი იქნება.  2020 წელს (პანდემიის გათვალისწინებით) საქართველოში გაზის მოხმარება ყველა სექტორის მიერ იყო 2.6 მლრდ კუბური მეტრი. ანუ ჰესების გარეშე გაზის მოხმარება საქართველოში უახლოეს 10 წელიწადში ფაქტობრივად უნდა გაორმაგდეს. ეს კი ნიშნავს ისევ და ისევ იმპორტულ რესურსზე ანუ გაზზე უმძიმეს დამოკიდებულებას, რაც ქვეყნისთვის დამღუპველია. დღევანდელი რეალობის შესაბამისად, თბოსადგურები ელექტროენერგიის საწარმოებლად ე.წ. სოციალურ გაზს იყენებენ, რომლის ღირებულება საბაზროზე გაცილებით დაბალია და 143 დოლარს შეადგენს. ანუ, სოციალური გაზით ვასუბსიდირებთ ელექტროენერგიის წარმოებას, ანუ სიგიჟეს ვაკეთებთ, ანუ პრინციპულად არასწორად ვიქცევით. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ არ გვაქვს ჰესები. ვფიქრობ, ეს არასწორი პრაქტიკა აუცილებლად გადასახედი და შესაცვლელია," - ამბობს ანდრია გვიდიანი. 

შეგახსენებთ, გოგოლა ჟვანია ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკამ გერმანიის დონესაც რომ მიაღწიოს, არსებულ ჰესების გამომუშავებას დამატებული ჩვენი უფასო გაზის რესურსი (რომელიც უზრუნველყოფს საბაზო ენერგიას და ენერგოსისტემის სტაბილურობას), დამატებული ქარის და მზის ენერგია სრულად დააკმაყოფილებს ჩვენი ქვეყნის მოთხოვნებს.

ცნობისთვის, ქვეყანაში ჰესების წინააღმდეგ აქციები ბოლო 3-4 თვეა გააქტიურდა. ნამახვანიჰესის საწინააღმდეგო აქციებზე მსხვილი ჰესების მშენებლობის პროტესტების გარდა, ნათია თურნავას გადაყენებასაც ითხოვენ. მართალია, ნამახვანჰესის კაშხლის მშენებლობა 9-12 თვით ჩერდება, თუმცა  მთავრობა ნამახვანჰესის მშენებლობის შეჩერებას არც კი განიხილავს. მათი განმარტებით, საქართველოს ეკონომიკური და ენერგეტიკული დამოუკიდებლობა ნამახვანიჰესზე გადის. მათივე მტკიცებით, ქვეყანას მცირე ჰესებთან ერთად, კაშხლიანი და წყალსაცავიანი ჰიდროსადგურებიც სასიცოცხლოდ ესაჭიროება, რადგან ქვეყანა არაა მდიდარი ნავთობითა და გაზით. ის სიმდიდრე, რაც საქართველოშია წყალია და წყლის რესურსის გამოყენება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ზოგადად ადგილობრივი წარმოების განვითარება. მთავრობა ამტკიცებს, რომ საქართველომ წლების წინ გააკეთა ისტორიული არჩევანი და ევროპული ენერგოსისტემის ნაწილი გახდა.

ენერგეტიკში 10 მილიარდ ლარზე მეტი FDI დაპაუზებულია. 2020 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI) 2019 წელთან შედარებით 52,9%-ით შემცირდა და 15-წლიან მინიმუმზე დაფიქსირდა. ერთ-ერთი სექტორი, სადაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მკვეთრად შემცირდა ენერგეტიკაა. შარშან საქართველოს ენერგეტიკაში $6 მილიონი დოლარი ჩაიდო. ენერგეტიკაში ინვესტიციების კლებას ჰესების საწინააღმდეგო კამპანიას უკავშირებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system