თავში

რამდენად თანაზომადია საქართველოსა და თურქეთის ლოგისტიკური ტარიფი

რამდენად თანაზომადია საქართველოსა და თურქეთის ლოგისტიკური ტარიფი
რამდენად თანაზომადია საქართველოსა და თურქეთის ლოგისტიკური ტარიფი

ვრცელდება ინფორმაცია, თურქეთის სტრატეგიულ ხიდზე ტარიფების გაზრდის შესახებ. ჯერ ცნობილი არ არის როდის ამოქმედდება გაზრდილი ტარიფი და საერთოდ რამდენის გადახდა მოუწევს ქართველ გადასახადებს თურქეთის მონაკვეთზე.

საქართველოს სატრანსპორტო დერეფნს კვლევის ცენტრში ამბობენ, რომ გადამზიდავი, ისევე როგორც სხვა ქვეყანაში, თურქეთში იხდის სასწორის, რიგის და სხვა მიზობრივ გადასახადს. ცენტრის პრეზიდენტი პაატა ცაგარეიშვილი ამბობს, რომ პრობლემებია თურქეთის ტერიტორიაზე საწვავის შეტანასთან დაკავშირებით. 

ცაგარეიშვილი გვიხსნის, რომ მსოფლიოში აპრობირებული პრინციპია, ქვეყანა სხვა ქვეყნის გადამზიდავს მის ტერიტორიაზე ახდევინებს იმდენს, რამდენსაც ის სხვა ქვეყანა ახდევინებს ამ კონკრეტული ქვეყნის გადამზიდავს მის ტერიტორიაზე მოძრაობისთვის. პაატა ცაგარეიშვილი ამტკიცებს, რომ ქართველი გადამზიდავი ბევრად მეტს იხდის თურქეთში, ვიდრე თურქი გადამზიდავი საქართველოში, რაც, საბოლოოდ, არათანაბარ კონკურენტულ პირობებში აყენებს ამ ორი ქვეყნის გადფამზიდავ ბიზნესოპარატორებს. "ყველას, გემახსოვრებად 2010 წელს, ქართული მხარის მიერ დაწესებული სატრანზიტო 200 ლარიანი გადასახადი, რომლის ანალოგიც 113 დოლარის სახით, თურქულმა მხარემ, მეორე დღესვე დაუწესა ქართველ გადამზიდავს. ამით, პირველ რიგში წააგო ქართველმა გადამზიდავმა, რომელიც ლარებში სადღეისოდ 370 ლარს იხდის (113 დოლარის კურსი ლარებში), როცა თურქი გადამზიდავი, ისევ 200 ლარს იხდის," - ამბობს ცაგარეიშვილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system