თავში

რამდენად გაამყარებს ლარს ინტერვენციები

რამდენად გაამყარებს ლარს ინტერვენციები
რამდენად გაამყარებს ლარს ინტერვენციები

საბანკო სფეროს სპეციალისტი, პროფესორი მიხეილ თოქმაზიშვილი ფიქრობს, რომ ეროვნული ბანკის ინტერვენციების შესაძლოა ლარი პერიოდულად გამყარდეს, თუმცა ხანგძლივ პერიოდში დინამიკა ძნელად შესანარჩუნებელია, ფაქტობრივად - შეუძლებელი. თოქმაზიშვილის შეფასებით, ასეთი ქმედებით სებ-ი სავარაუდოდ ცდილობს ლარის კურსის მერყეობის შერბილებას და ამასთან, შეიძლება სპეკულაციური მომენტის ჩახშობას ითვალისწინებდეს, რა თქმა უნდა, თუკი ასეთ შემთხვევას ადგილი აქვს სავალუტო ბაზარზე.

,,სებ-თვის მთავარია, ლარი სტაბილური იყოს, რადგან მერყევი კურსი ეკონომიკას ანგრევს, ბიზნესის მხრიდან არაპროგნოზირებადი სიტუაცია ყალიბდება.ჩვენ ვხედავთ, რომ ეროვნული ბანკი წერტილოვან ინტერვენციებს ახორციელებს, რაც შეიძლება განვიხილოთ, როგორც შემაკავებელი მექანიზმი. გარკვეულწილად, ასეთი ღონისძიებები ლარს გაუფასურებისგან იცავს. თუმცა სისტემატურად ინტერვენციებს ცენტრალური ბანკი ვერ მიმართავს, შეიძლება ამან საპირისპირო შედეგი მოგვცეს. რომელ ეტაპზე აისახება ლარზე ინტერვენციების გავლენა, რამდენი მილიონის გაყიდვის შემდეგ, ამის გათვლა წინასწარ რთულია. დადებით დინამიკაში, ლარის კურსი რომ უკან ჩამოვა ან გამყარდება, მცირე მოლოდინია, მაგრამ პერიოდულად შეიძლება გამყარდეს", - ამბობს თოქმაზიშვილი და დასძენს, რომ სანამ რეზერვები ეყოფა, ეროვნული ბანკი იგი წერტილოვან ინტერვენციებს კვლავ გამოიყენებს, რის შემდეგაც ლარი, ალბათ გაუფასურებას ისევ გააგრძელებს.

,,როგორც წესი, ინტერვენცია კეთდება, როცა კომპანიების მხრიდან არის მოთხოვნა დოლარის შეძენაზე პროდუქციის შემოსატანად. ამ ეტაპზე ამის წინაპირობა არ არსებობს, რადგან მოხმარება დაეცა და იმპორტიც შემცირებულია. ასეთ შემთხვევაში ბიზნესიდან დოლარზე მოთხოვნა ნაკლებად სავარაუდოა", - ამბობს მიხეილ თოქმაზიშვილი.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, საქართველოს ეროვნული ბანკი ხვალ, 23 სექტემბერს სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის. წლის ბოლომდე კი სებ-ი, სავარაუდოდ, 200 მილიონ დოლარზე მეტ რესურსს გაყიდის. ამის შესახებ განცხადება დაახლოებით 1 კვირის წინ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ გააკეთა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system