თავში

რამდენი აქვთ ანაზღაურება მთავარი პროკურატურის თანამშრომლებს

რამდენი აქვთ ანაზღაურება მთავარი პროკურატურის თანამშრომლებს

გენერალური პროკურორის 29 ოქტომბრის ბრძანებით, მთავარი პროკურატურის თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოები დამტკიცდა. როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, გენერალური პროკურორის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 6 600 ლარია; მისი პირველი მოადგილის - 6 200 ლარი; გენერალური პროკურორის მოადგილის - 6 000 ლარი; დეპარტამენტის უფროსის - 5 600 ლარი; ხოლო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის -4 100 ლარი, სამმართველოს უფროსს კი - 3 500 ლარი აქვს.

ამასთან, ცვლილებების მიხედვით, I კატეგორიის მრჩეველთა ანაზღაურება 1500-2400 ლარის ფარგლებშია; ხოლო II კატეგორიის მრჩევლების - 1500-1800 ლარის ფარგლებში.

დოკუმენტის თანახმად, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებლის თანამდებობრივი სარგო თვეში 3 000 ლარია; განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლის კი - 2 900 ლარი. ასევე როგორც დოკუმენტშია მითითებული პროკურატურაში სტაჟიორის ყოველთვიური ანაზღაურება 480 ლარია.

ბრძანებაში განსაზღვრულია ასევე თბილისის პროკურატურის ყოველთვიური სარგოებიც. კერძოდ, თბილისის პროკურორს თვეში 5 600 ლარი, პროკურორის მოადგილე-საგამოძიებო ნაწილის უფროსსა და პროკურორის მოადგილეს კი, 4100-4100 ლარი აქვთ. განყოფილების უფროსის ყოველთვიური სარგო 3 270 ლარია, მის მოადგილეს - 3000 ლარი, პროკურორს - 2455 ლარი, უფროს გამომძიებელს კი 2 500 ლარი აქვს.

პრემია-დანამატებსა და სახელფასო ანაზღაურებაზე, კადრების შერჩევასა და დაწინაურებაზე ინფორმაცია იხილეთ "პროკურატურის შესახებ ორგანულ კანონში" 

ცნობისთვის, პროკურატურის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება გაწერილია "საჯარო სამსახურის შესახებ კანონის" XXI თავის 81-ე მუხლში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system