თავში

რამდენი ერგებათ პოლიტიკურ პარტიებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან

რამდენი ერგებათ პოლიტიკურ პარტიებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან
რამდენი ერგებათ პოლიტიკურ პარტიებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად გამოიყოფა თანხა პარტიების საქმიანობის ფინანსური მხარდაჭერისა და პარტიული სისტემის განვითარებისთვის.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში მიმდინარე წლის ზაფხულზე შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვით: 

1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას იღებს პარტია, რომელმაც საქართველოს პარლამენტის ბოლო არჩევნებში ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1% მაინც მიიღო.

2. პარტია ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღებს თანხას საქართველოს პარლამენტის ბოლო არჩევნებში პირველი 50 000 ნამდვილი ხმის ფარგლებში მიღებული თითოეული ხმისთვის 15 ლარის, ხოლო თითოეული შემდგომი მიღებული ნამდვილი ხმისთვის − 5 ლარის ოდენობით.

3. პარტია საბიუჯეტო დაფინანსებას მიიღებს მხოლოდ წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე, რომელიც უნდა წარედგინოს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ყოველწლიურად, არაუგვიანეს 25 ნოემბრისა. თუ პარტიამ კანონით დადგენილ ვადაში არ წარადგინა წერილობითი თანხმობა მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსების მიღების თაობაზე, ამ ვადის გასვლიდან მეორე დღეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია წერილობით აცნობებს პარტიას ამის შესახებ. პარტიას უფლება აქვს, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წერილობითი გაფრთხილების მიღებიდან 3 დღის ვადაში წარადგინოს შესაბამისი თანხმობა. თუ პარტიამ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილ ვადაში კვლავ არ წარადგინა შესაბამისი თანხმობა, იგი კარგავს მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსების მიღების უფლებას, რის შესახებაც მას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია წერილობით აცნობებს. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ვალდებულია პარტიის მიერ მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსების მიღების უფლების დაკარგვიდან 5 დღეში აღნიშნული თანხა დააბრუნოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

4. პარტია, რომელიც 2028 წლამდე ჩატარებული პარლამენტის არჩევნების საფუძველზე, ამ კანონის 30-ე მუხლით დადგენილი წესით იღებს საბიუჯეტო დაფინანსებას, მიიღებს დანამატს იმავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მისაღები დაფინანსების 30%-ის ოდენობით, თუ მის მიერ პარლამენტის ბოლო არჩევნებზე წარდგენილ პარტიულ სიაში ყოველ სამეულში ერთი კანდიდატი განსხვავებული სქესის წარმომადგენელია. ამ პუნქტით გათვალისწინებული დანამატი გამოყენებული უნდა იქნეს პარტიის სტრუქტურული ერთეულის − ქალთა ორგანიზაციის საქმიანობისთვის.

5. თუ პარტია 2024 წლამდე ჩატარებულ პარლამენტის არჩევნებში საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში მონაწილეობდა, საარჩევნო ბლოკში შემავალი ყველა პარტიის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები ჯამური თანხა განისაზღვრება ამ კანონის 30-ე მუხლითა და ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით, საარჩევნო ბლოკის მიერ პროპორციული სისტემით მიღებული ხმების შესაბამისად და ეს ჯამური თანხა საარჩევნო ბლოკში შემავალ პარტიებზე თანაბრად იყოფა, თუ საარჩევნო ბლოკის წესდებით სხვა პროპორცია არ არის დადგენილი. ამასთანავე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას მხოლოდ იმ საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიები მიიღებენ, რომელმაც საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი შესაბამისი საარჩევნო ბარიერი გადალახა.

კანონის მიხედვით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალდებულია პარტიის წლიურ საფინანსო დეკლარაციასთან და საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშთან დაკავშირებული ინფორმაცია მიაწოდოს ყველა დაინტერესებულ პირს, აგრეთვე უზრუნველყოს მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მათი შესაბამის ვებგვერდზე გამოქვეყნება.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება“ - 48,15 %; „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ - 27,14%; „ევროპული საქართველო“ - 3.78%; „ლელო“ – 3,15%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ –3,15 %; „გირჩი“ – 2,89%; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1%. დანარჩენმა პარტიებმა ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები მიიღეს. 

ამ მონაცემების მიხედვით პარლამენტში შესვლის უფლება 9 პოლიტიკურმა სუბიექტმა მოიპოვა. პროპორციული სისტემით მანდატების რაოდენობა ასე გადანაწილდა: "ქართული ოცნება" - 59 მანდატი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია" - 33 მანდატი, "ევროპული საქართველო" - 5 მანდატი, "პატრიოტთა ალიანსი" - 5 მანდატი, "ლელო" - 5 მანდატი, "სტრატეგია აღმაშენებელი" -5 მანდატი, "გირჩი" - 4 მანდატი, "მოქალაქეები" - 2 მანდატი, "ლეიბორისტული პარტია" - 2 მანდატი

რაც შეეხება, მაჟორიტარული სისტემის შედეგებს, ამ მხრივ შედეგები ასეთია: 30 მაჟორიტარული ოლქიდან 16-ში, სავარაუდოდ მეორე ტური ჩატარდება. სხვა 14-ში კი მმართველი პარტიის კანდიდატებმა გაიმარჯვეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system