თავში

რამდენი სოციალურად დაუცველი ჰყავს ქვეყანას

რამდენი სოციალურად დაუცველი ჰყავს ქვეყანას
რამდენი სოციალურად დაუცველი ჰყავს ქვეყანას

ბოლო მონაცემებით, მიზნობრივი სოციალური პროგრამების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული და საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ჯამში 938 821 ადამიანია, რაც ჯამში 308 972 ოჯახია.

რაც შეეხება უშუალოდ საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობას, ის 422 970 ადამიანით განისაზღვრება, რაც ჯამში 118 664 ოჯახია.ხოლო თუ გადავხედავთ ასაკობრივი ჭრილის მონაცემებს, დავინახავთ, რომ 0-დან 6 წლამდე ადამიანების რიცხვი, ვინც სოციალური პროგრამებით სარგებლობს, 67 558 ადამიანით განისაზღვრება, 6-დან 18 წლამდე კი 167 629-ით.

შესაბამისად, მიზნობრივი სოციალური პროგრამების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული და საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის ჯამური რიცხვის გაანალიზებისას, სპეციალისტები ამბობენ, რომ ქვეყნის მოსახლეობის მესამედზე მეტი სოციალური პროგრამებით სარგებლობს.

შეგახსენებთ, საქართველო "გლობალური შიმშილის ინდექსში" 117 ქვეყანას შორის 37-ე ადგილზეა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system