თავში

რამდენია ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი?

რამდენია ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი?
რამდენია ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი?

საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 222.9 ლარს გაუტოლდა (გასულ წელთან შედარებით გაზრდილია 61.2 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა - 952.0 ლარი (გასულ წელთან შედარებით გაიზარდა 87.4 ლარით). 

საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: 

● მსხვილი ბიზნესი – 1 328.9 ლარი, 

● საშუალო ბიზნესი – 1 419.6 ლარი, 

● მცირე ბიზნესი – 991.6 ლარი.

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2020 წელს, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.9 პროცენტით გაიზარდა და 114.3 მილიარდი ლარი შეადგინა. 

კლების ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელი. 2020 წელს მისი მოცულობა 46.2 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 2.7 პროცენტით ჩამორჩება გასული წლის მაჩვენებელს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system