თავში

რამდენით გავღარიბდით? - რეზერვები ოქტომბერშიც შემცირდა

რამდენით გავღარიბდით? - რეზერვები ოქტომბერშიც შემცირდა
რამდენით გავღარიბდით? - რეზერვები ოქტომბერშიც შემცირდა

საქართველოს სარეზერვო აქტივები ოქტომბერშიც შემცირდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 31 ოქტომბრის მდგომარეობით რეზერვებმა 3,386 მლრდ დოლარს შეადგენა. ეს კი 215,7 მლნ დოლარით ნაკლების წინა თვესთან შედარებით.

შემცირებულია უცხოური ვალუტის რეზერვები, აქ კლებამ ერთ თვეში 218,4 მლნ დოლარი შეადგინა. სებ-ის სტატისტიკით, 31 ოქტომბრის მდგომარეობით სავალუტო რეზერვები 3,187 მლრდ დოლარია. (სექტემბერი - 3,406 მლრდ დოლარი)

რაც შეეხება წლიურ მაჩვენებელს, აქ მნიშვნელოვანი ზრდაა, კერძოდ, 2018 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით სავალუტო რეზერვების მოცულობა 2,894 მლრდ დოლარს შეადგენდა, რაც 293,1 მლნ დოლარით ნაკლებია ამჟამინდელ მონაცემთან შედარებით. 2019 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, სავალუტო რეზერვები 3,187 მლრდ დოლარს შეადგენს.

ცნობისათვის, გაუფასურებული კურსის შედეგად ინფლაციაზე ზეწოლის გამო, სებ-მა ბოლო პერიოდში სავალუტო აუქციონზე 40 მლნ დოლარი ორჯერ გამოიტანა, საიდანაც პირველად 32 მლნ დოლარი, მეორედ 40 მლნ დოლარი გაყიდა. პარალელურად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ერთბაშად 1 პუნქტით, 8,5%-მდე გაზარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system