თავში

რამდენს დაკარგავს საქართველო ტურიზმიდან 2020 წელს

რამდენს დაკარგავს საქართველო ტურიზმიდან 2020 წელს
რამდენს დაკარგავს საქართველო ტურიზმიდან 2020 წელს

ეროვნული ბანკი საბაზო სცენარზე დაყრდნობით, 2020 წელს წინა წელთან შედარებით ტურიზმიდან შემოსავლების 80%-ით შემცირებას პროგნოზირებს. 

„მიმდინარე უპრეცენდენტო კრიზისის მთავარი მახასიათებელია გაურკვევლობა და ეს განსაკუთრებით ეხება ტურისტულ ნაკადებს, რადგანაც ამ სიტუაციაში ტურისტული ნაკადების აღდგენის პერსპექტივა, როგორც გლობალურად, ასევე საქართველოში საკმაოდ გაურკვეველია.ჩვენს პროგნოზებში კონსერვატიულ მიდგომას ვინარჩუნებთ და შესაბამისად ჩვენი პროგნოზი ეყრდნობა დაშვებას, რომ წლის დარჩენილ პერიოდში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები იქნება მინიმალური, რაც ნიშნავს, რომ საბაზო სცენარის მიხედვით, 2020 წელს ტურიზმიდან შემოსავლები წინა წელთან შედარებით 80%-ით შემცირდება“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ცნობისთვის, მთავრობა ტურიზმიდან შემოსავლების 70%-იან კლებას პროგნოზირებს. ამის შესახებ აღნიშნულია 2019-2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარედგინა.

შეგახსენებთ, მთავრობამ ტურიზმის ინდუსტრიის ამოქმედების 3-ეტაპიანი გეგმა შეიმუშავა. 15 ივნისიდან საქართველოში შიდა ტურიზმი გაიხსნა, ხოლო 1 ივლისიდან ქვეყანას უცხოელი დამსვენებლებიც უნდა მიეღო, თუმცა მსოფლიოში, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო, საერთაშორისო ფრენები სექტემბრამდე გადაიდო. გამონაკლისია მიუნხენი, პარიზი და რიგა. მიუნხენი-თბილისი-მიუნხენის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 2 აგვისტოდან განახლდა; რიგის საჰაერო მიმართულება დღეს განახლდა, ხოლო პარიზი-თბილისი-პარიზის საჰაერო ხაზზე  8 აგვისტოდან განახლდება.

შიდაფრენები საქართველომ 24 ივლისიდან აღადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system