თავში

რამდენს გადაუხდის მთავრობა უმუშევრად დარჩენილებს

რამდენს გადაუხდის მთავრობა უმუშევრად დარჩენილებს
რამდენს გადაუხდის მთავრობა უმუშევრად დარჩენილებს

მოქალაქეებს, რომლებმაც შექმნილი კრიზისული მდგომარეობს გამო სამსახური დაკარგეს და შემოსავლის გარეშე დარჩნენ სახელმწიფო დაეხმარება. ამის შესახებ განცხადება მთავრობის მეთაურმა ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას გააკეთა. გიორგი გახარიას თქმით ყველა ის მოქალაქე ვინც სამსახური ოფიციალურად დაკარგა, სახელმწიფოსგან 6 თვის განმავლობაში მიიღებს ყოველ თვიურად 200 ლარიან დახმარებას.

"ყველა ის დაქირავებით დასაქმებული პირები, რომელმაც კრიზისი პერიოდში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდგომ დაკარგა სამსახური ან გაუშვეს უხელფასო შვებულებაში, მიიღებენ დახმარებას 1200 ლარის ოდენობით 6 თვის განმავლობაში, რაც ნიშნავს იმას რომ ყოველთვიურად ეს ადამიანები მიიღებენ 200 ლარს,"-განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით  ყველა ის კომპანია, რომელიც შეინარჩუნებს თანამშრომლებს მიიღებს სუბსიდიას სახელმწიფოსგან საშემოსავლო გადახდის ნაწილში. 

რაც შეეხებათ თვითდასაქმებულებს, გიორგი გახარიას თქმით სოციალური სამსახური მოახდენს ამ მოქალაქეების იდენტიფიცირებას და მათი დახმარება მოხდება ერთჯერადად 300 ლარის ოდენობით.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system