თავში

რამდენს გამოიმუშავებენ ქართველი Youtube -ერები

რამდენს გამოიმუშავებენ ქართველი Youtube -ერები
რამდენს გამოიმუშავებენ ქართველი Youtube -ერები

ყველაზე პოპულარული ვიდეო პლატფორმა Youtube ბევრი ადამიანის შემოსავლის წყაროდ იქცა, რამდენიმე იღბლიანმა მილიონების გამომუშავებაც მოახერხა. 

ბოლო დროს Youtube-ზე აქტიურობა საქართველოშიც შეინიშნება. ის ვინც საიტზე "ტრენდების" განყოფილებაში ერთხელ მაინც გადასულა, შეამჩნევს სხვადასხვა შინაარსის მქონე ქართველი შემქმნელების არხებს. გემოვნების საკითხია, მოგწონთ თუ არა მათი ნამუშევრები, მაგრამ ფაქტია რამდენიმე მათგანმა საკმაოდ დიდი რაოდენობის აუდიტორია მოაგროვა.  

Report.ge დაინტერესდა იმით, თუ რამდენს გამოიმუშავებენ ქართველი Youtube-ერები თავისი საქმიანობით და ამის გასარკვევად რამდენიმე  შემქმნელს დავუსვით კითხვა,  თუმცა ზუსტი პასუხის გაცემა ვერავინ შეძლო. 

"მონეტიზაცია არის ძალიან რთულად ასახსნელი თემა. სხვადასხვა არხს, სხვადასხვა ნახვებზე, სხვადასხვა თანხები ერიცხებათ. არსებობს მილიონი ფაქტორი რის მიხედვითაც "იუთუბი" თვლის კომერციულ ნახვებს და ის გიწყვიტავს, თუ რამდენი იქნება აქედან შენი შემოსავალი. შეიძლება ერთ არხზე 100 000 ნახვაზე 50$ გადაგიხადოს და შეიძლება სხვა არხს 1 000 000 ნახვაზე გადაუხადოს 1$. კონტენტს გააჩნია, ვიდეოს ხანგრძლივობას გააჩნია და ათას რამეს. არ არსებობს რაიმე სახის ფორმულა ან კალკულაცია რითიც დათვლი თუ რამდენს გადაგიხდის იუთუბი კონკრეტულ ნახვებში. ჩვენს შემთხვევაში 100 000 ნახვაზე 50-დან 100$ მდე იხდის, " - ამბობს ცნობილი Youtube არხის შემქმნელი, გიორგი სარიშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ შემქმნელები ნახვების საკმაოდ დიდ რაოდენობას აგროვებენ საკუთარ არხებზე, კომპანიები ჯერაც თაკილობენ მათთან თანამშრომლობას. 

"კომპანიებს გონიათ, რომ რადიოში ან ტელევიზიით გაშუქებაში უფრო მეტს მიიღებენ, სინამდვილეში ძალიან ცდებიან. იუთუბს აქვს უნიკალური ანალიტიკის განყოფილება სადაც პირდაპირ შეგიძლია ანახო შენს დამკვეთს თუ რა რაოდენობის, რა სქესის და რა ასაკის ადამიანმა უყურა მის რეკლამას. ამას ვერც ტელევიზია გთავაზობს და ვერც რადიო, უბრალოდ ბრმად უნდა დაემორჩილო მათ მიერ მოგონილ სტატისტიკას," - აღნიშნავს გიორგი ჩვენთან ინტერვიუში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system