თავში

რამდენს კარგავს მსოფლიო ეკონომიკა კორონავირუსის გამო

რამდენს კარგავს მსოფლიო ეკონომიკა კორონავირუსის გამო
რამდენს კარგავს მსოფლიო ეკონომიკა კორონავირუსის გამო

ბოლო მონაცემებით, რაც მსოფლიო საფინანსო და სასაქონლო ბირჟებზე ხდება, უმდიდრესმა ადამიანებმა 78 მილიარდზე მეტი ფული დაკარგეს. როგორც ანალიტიკოსი ნიკა შენგელია განმარტავს, მსოფლიო ეკონომიკა კოლაფსთან ძალიან ახლოსაა. 

,,საფონდო ბაზრებზე მიმდინარე სიტუაციაში ერთ-ერთი ნათელი სხივი ის არის, რომ 10-წლიანი აშშ-ს სახელმწიფო ობლიგაციების შემოსავლიანობამ შეძლო და 0,85% ზე ოდნავ მაღლა დაიჭირა თავი, მაგრამ თუ მიმდინარე დღეებში ამ ნიშნულად დავინახავთ 0,50 %-ზე ნაკლებს, მაშინ საფონდო ბაზრების ვარდნა მინიმუმ 500 პუნქტით გარანტირებული იქნება. დაზარალდნენ ის ინვესტორებიც, რომლებსაც ყველაზე დაცულ აქტივებში ჰქონდათ თავი შეფარებული. დღეის მონაცემებით, საფონდო ბაზარს დაკარგული აქვს ღირებულების 31% -ზე ოდნავ მეტი. მივაქციოთ ყურადღება და გავითვალისწინოთ, რომ აშშ ის პრეზიდენტმა  თავდაცვით წარმოებაზე გადასვლის კანონს მოაწერა ხელი. ასეთი კანონი ჯერ კიდევ 1950 წელს იყო მიღებული აშშ ში კორეის ომთან დაკავშირებით და ითვალისწინებდა, საჭიროების შემთხვევაში მომხდარიყო სამოქალაქო თავდაცვისათვის ყველა შესაძლო ძალისხმევის ფართოდ გამოყენება. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი კერძო ბიზნესი და მისი აქტივები, რომელიც იმყოფება აშშ ის ტერიტორიის ფარგლებს შიგნით, მთავრობას შეუძლია გამოიყებოს ისე, როგორც მას რეალური საომარი მოქმედებების სიტუაციაში გამოიყენებდა", - განმარტავს ანალიტიკოსი.

მისი შეფასებით, კორონავირუსის პანდემია, ფაქტობრივად, მწვანე შუქს უნთებს არა მხოლოდ ფსს-ს, არამედ ყველა ქვეყნის ცენტრალურ ბანკებს, რომ  დაეუფლონ ფინანსურ რესურსებს თავიანთ ქვეყნებში.

,,გამოდის, რომ იმას, რასაც აკეთებს ახლა ფსს (ფედერალური სარეზერვო ბანკი) აშშ-ში, ფაქტიურად იგივეს გააკეთებენ სხვა ცენტრალური ბანკები თავიანთ ქვეყნებში. ვგულისხმობ იმ სიტუაციას , რომ კორპორაციები დღეს უკვე თავის გადარჩენის ინსტიქტით ელოდებიან დახმარებას ფსს-დან. პარალელურად მოსახლეობასაც უკვე ურიგებენ თანხებს, თითოეულს1000 დოლარის ოდენობით. უკვე ძალიან მალე ფსს-ისხვა ცენტრალურ ბანკებსაც მისცემს დავალებას - რეკომენდაციების ან მითითებების სახით, რათა გასცენ მეტი სავალო ვალდებულებები მთავრობებზე, მოსახლეობასა და კორპორაციებზე, რითაც ისინი გახდებიან კრედიტორები და საერთო ჯამში, ყველა გახდება მათი მოვალე. აშშ-ში უკვე გამოყოფილია 500 მილიარდი დოლარი მოსახლეობისათვის დასარიგებლად,  გარდა იმ განუსაზღვრელი რაოდენობა ფულისა, რომელიც გათვალისწინებულია კომპანიებისათვის ანუ იკვეთება ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბების ნიშნები. ის, რაც ახლა ხდება აშშ-ში, ანალოგიურად იგივე მოხდება ყვeლგან, სადაც კორონავირუსის ეპიდემიაა გავრცელებული. უსაზღვრო ფინანსური მოცულობა, რომელიც გამოიყო გამსკდარი ,,ფინანსური ბუშტის" გამო, ძალიან მალე მოსახლეობასა და კომპანიებს ვალების ახალ სამოსელში შეფუთავს", - აცხადებს ნიკა შენგელია report.ge-თან საუბრისას და დასძენს, რომ მიმდინარე გლობალური ცვლილებების ფონზე, თუ რამდენად სწორად გატარდება საქართველოში ეკონომიკური თუ ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, ამას უკვე „კორონავირუს“- ს გადარჩენილი საზოგადოება უახლოეს წელიწადნახევარში იგრძნობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system