თავში

რამდენს ხარჯავს თბილისის მერია საახალწლო მზადებისთვის

რამდენს ხარჯავს თბილისის მერია საახალწლო მზადებისთვის
რამდენს ხარჯავს თბილისის მერია საახალწლო მზადებისთვის

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, 2019 წელს თბილისის მერიამ (მათ შორის შპს „თბილსერვის ჯგუფმა”) საახალწლო ღონისძიებებისთვის ჯამში, დაახლოებით 5.3 მილიონი ლარი გაიღო, საიდანაც 36% უტენდეროდ, გამარტივებული შესყიდვის გზით დაიხარჯა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ქალაქის მთავრობის განკარგულებით შპს „თბილსერვის ჯგუფს“ საახალწლო ღონისძიებების განსახორციელებლად 4 მილიონი ლარი გამოეყო. 2019 წლის 5 თებერვლისთვის აღნიშნული თანხიდან 3 560 735 ლარი იყო დახარჯული. გარდა ამისა, ილუმინაციების მონტაჟისთვის შრომის ანაზღაურების სახით გაიცა 63 567 ლარი.

2020 წლის შესახვედრად აქტივობებიო დედაქალაქის მთავრობამ უკვე დაგეგმა. საახალწლო განწყობის შესაქმნელად თბილისის მოსახლეობისთვის მისალოცი ვიდეო რგოლის დამზადებაზე გამარტივებული შესყიდვა უკვე გამოცხადებულია. ვიდეო რგოლის გადაღება-დამზადება ღირებულებად დოკუმენტაციაში 125 000 ლარია განსაზღვრული. განცხადების მიღების ვადა ხვალ იწურება. 

მერიას,  ნაძვის ხის, განათებების, განათებული კონსტრუქციებისა და აქსესუარების, თუ სხვა ინვენტარის შესყიდვის მიზნით ტენდერი გამოცხადებული ნოემბერში ჰქონდა. ჯამში, ახალი წლის ღონისძიებებთან დაკავშირებული გამოცხადებული ტენდერების ღირებულება - 3.9 მლნ ლარამდეა. მათ შორის იგულისხმება, ტენდერი, დედაქალაქში „სანტას კომპლექსის“ მოსაწყობად. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system