თავში

რას ააშენებს "აჭარა ჯგუფი“ ჩუბინიშვილზე

რას ააშენებს აჭარა ჯგუფი ჩუბინიშვილზე
რას ააშენებს აჭარა ჯგუფი“ ჩუბინიშვილზე

 „აჭარა ჯგუფი“ ჩუბინიშვილის 55 ნომერში ახალი მრავალფუქნციური კომპლექსის გახსნას გეგმავს. შ.პ.ს. „სითი ლოფტი“-ს (რუმს ჰოტელ თბილისი, სასტუმრო სტამბა) საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე არსებული შენობის რეკონსტრუქციის ნებართვისთვის კომპანიამ თბილისის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის ნოემბერში მიმართა, თუმცა, „აჭარა ჯგუფის“ განცხადება დედაქალაქის მერიას ამ დრომდე არ განუხილია. სწორედ ამიტომ „აჭარა ჯგუფში“ ჯერჯერობით ახალი მრავლფუქნციური კომლექსის დეტალებზე საუბარი არ სურთ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის ვებ-გვერდზე განთავსებულ განმარტებით ბარათში ვკითხულობთ რომ პროექტით გათვალისწინებულია არსებული შენობების რეკონსტრუქცია. 

"მრავალფუნქციური ობიექტი რთული გეგმარებისაა და მისი შიდა სივრცეები სხვადასხვა დონეზეა განთავსებული. ნაკვეთის რელიეფურობის გათვალისწინებით გამოთვლილ იქნა მიწის საკონტროლო დონე და ამ დონიდან განისაზღვრა საპროექტო შენობის სიმაღლე, რომელიც უტოლდება 20.83 მეტრს. ამავე საკონტროლო დონიდან გამომდინარე განისაზღვრა სართულების მდებარეობა მიწის დონესთან მიმართებაში, რომლის თანახმად სარეკონსტრუქციო შენობა ნაწილობრივ მიწის დონის ზემოთ ერთ, ნაწილობრივ ორ და ნაწილობრივ სამ სართულიანია. რეკონსტრუქცია არ ითვალისწინებს შენობის სიმაღლის ან გაბარიტების შეცვლას“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system