თავში

რას აჩვენებს ქართული ინდექსები ლონდონის საფონდო ბირჟაზე

რას აჩვენებს ქართული ინდექსები ლონდონის საფონდო ბირჟაზე
რას აჩვენებს ქართული ინდექსები ლონდონის საფონდო ბირჟაზე

ლონდონის საფონდო ბირჟის პარასკევის სავაჭრო სესიაზე, თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები 13.08 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგზე, წინა კვირის მაჩვენებელზე 1.2%-ით დაბალ ნიშნულზე დაიხურა. 

ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" ყოველკვირეულ მიმოხილვაში. 

დოკუმწნტის მიხედვით, კვირის განმავლობაში ვაჭრობის მოცულობა 192.9 ათას აქციას გაუტოლდა. 

ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ კვირაში საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) 156.3 ათასი აქცია ივაჭრა, დახურვის ფასმა კი 11.96 ბრიტანული ფუნტი სტერლინგი (-7.1% კვ/კვ) შეადგინა.

საქართველოს კაპიტალის (CGEO LN) აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ პარასკევს 5.44 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგზე (-2.2% კვ/კვ) დაიხურა, ვაჭრობის მოცულობამ კი 147.7 ათასი შეადგინა.

ცნობისთვის, ლონდონის საფონდო ბირჟაზე 4 ქართული კომპანიაა დალისტული. ესენია: "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი", საქართველოს ბანკის ჯგუფი, საქართველოს კაპიტალი და თიბისი ბანკის ჯგუფი.

შეგახსენებთ, 2020 წელი საფონდო ბირჟამ 2,365,512,201.97 კაპიტალიზაციით დაასრულა. ბირჟაზე მთელის წლის განმავლობაში დოლარში 115 გარიგება დაიდო, 8148 ფასიან ქაღალდზე ღირებულება 8 662 202.99 დოლარი იყო (28,382,574 ლარი).

ბირჟაზე ძირითადი აქტივობა ე.წ „ფიქსინგზე" მოდიოდა. საფონდო ბირჟის სავაჭრო სესიებზე კი, წლის განმავლობაში მხოლოდ 48 გარიგება დაიდო. 91 086 ფასიან ქაღალდზე დადებული გარიგებების ჯამურმა ღირებულებამ 46 135 ლარი შეადგინა.

"ფიქსინგით" ლარში გამოშვებულ ფასიან ქაღალდებზე 24 გარიგება დაიდო. 5 027 539 ფასიანი ქაღალდზე გაფორმდა 4 136 944.76 ლარის ღირებულების გარიგება. ჯამში, „ფიქსინგით“ და სავაჭრო სესიებზე 52,565,654 ლარის ღირებულების გარიგებები დაიდო (31 დეკემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსით).

2020 წელი საქართველოს საფონდო ბირჟისთვის ისტორიულ წლად ფასდება. 2008 წლის შემდეგ პირველად, 2020 წელს საქართველოს საფონდო ბირჟაზე აქციების პირველადი განთავსება (IPO) მოხდა.

გასულ წელს ბირჟა 10-მა კომპანიამ დატოვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system