თავში

რას აძლევს საირიგაციო შეღავათი ფერმერებს

რას აძლევს საირიგაციო შეღავათი ფერმერებს
რას აძლევს საირიგაციო შეღავათი ფერმერებს

coviod-19-თან დაკავშირებით განხორციელებულ აგრარულ ღონისძიებებში საირიგაციო შეღავათს საუკეთესო გადაწყვეტილებად მიიჩნევს ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში, დავით ზარდიაშვილი. როგორც მან report.ge-ს განუცხადა, ფერმერების უმეტესობას მორწყვის ხარჯი ტვირთად აწვებოდა წლების განმავლობაში და ამ ტიპის გადასახადის ჩამოწერა ათასობით ფერმერისთვის საგრძნობი შეღავათია.

,,საკმაოდ დიდი ხარჯი აიღო სახელმწიფომ საკუთარ თავზე და ამით ძალიან კარგი საქმე გააკეთა. თუკი მორწყვის ხარჯი არ ექნება გასაწევი, ბევრი ფერმერის მდგომარეობა გაუმჯობესდება. ვფიქრობ, რომ კარგი შეღავათია, მიუხედავად იმისა, რომ წყლის გადასახადი ფერმერებისთვის ძვირი არ იყო, ბევრს უჭირდა გადახდა. ცხადია, მნიშვნელოვანია ყველა შეღავათი, რომელსაც მთავრობა სოფლის მოსახლეობას გაუწევს.  საკამოდ კარგი პროგრამა ხორციელდება, მათ შორის საწვავთან დაკავშირებით და სხვა, რაც ხალხს პირობებს შეუმსუბუქებს. მართალია, რწყვებთან დაკავშირებით, ბევრად უკეთესი სიტუაციაა, ვიდრე წლების წინ გვქონდა, მაგრამ მაინც ბევრი პრობლემაა გადასაწყვეტი,  თუნდაც ის, რომ ყველა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი არ ირწყვება. ზოგიერთი მიწის ნაკვეთი კი, პრაქტიკულად ურწყავია. ასეთ პირობებში მოსავლის ხარისხზე საუბარი შეუძლებელია. ბევრი მუშაობა იქნა გაწეული, მაგრამ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, რომ მდგომარეობა გამოსწორდეს", - ამბობს ზარდიაშვილი. 

მისი თქმით, დიდი სარწყავი სისტემებიც აუცილებელია, მით უმეტეს, რომ ამის ტრადიცია საუკუნეების წინაც იყო. ზარდიაშვილი აქვე აღნიშნავს, რომ მეტი ყურადღება უნდა მიექცეს ორგანული პროდუქციის წარმოებას, რადგან სჯობს, ნოყიერ ნიადაგზე გაკეთებული პროდუქტი მივიღოთ და წვეთოვანი მორწყვა მოხდეს, რაც ამავე დროს ხარისხიანი მოსავლის მიღების შესაძლებლობაა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა ფერმერი, რომელთა რაოდენობაც დღეს საქართველოში 42 ათასია საირიგაციო საფასურისგან სრულად გათავისუფლდება. სარწყავი წყალი 20 წლის განმავლობაში უფასო ექნებათ. დღეის მდგომარეობით, სამელიორაციო მომსახურების 2020 წლის გადასახადისგან უკვე 1 973 აბონენტი გათავისუფლდა, ბენეფიციართა დანაზოგმა 555 225 ლარი შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system