თავში

რას აძლევს საქართველოს ,,კეთილდღეობის ინდექსში" რეგიონის ლიდერობა

რას აძლევს საქართველოს ,,კეთილდღეობის ინდექსში" რეგიონის ლიდერობა
რას აძლევს საქართველოს ,,კეთილდღეობის ინდექსში რეგიონის ლიდერობა

ეკონომიკის დოქტორი რატი აბულაძე აცხადებს, რომ ,,გლობალური კეთილდღეობის ინდექსში" მოწინავე პოზიცია საქართველოსთვის საერთაშორისო დივიდენდების მომტანი შეფასებაა, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ მისი ეფექტი მოსახლეობის კეთილდღეობაზეც აისახებოდეს, რა მხრივაც რეალურად მხოლოდ გაუარესებაა.

,,მისასალმებელია ნებისმიერი უცხოური თუ საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ საქართველოსადმი პოზიტიური განწყობა და გარემოს დადებითი აღქმა. ამ თვალსაზრისით, ხაზგასასმელია ორგანიზაცია Legatum Institute-ის ინდექსი, რომელიც უნდა განვიხილოთ, როგორც საერთაშორისო დივიდენდების მომტანი შეფასება, ასევე უნდა განვიხილოთ როგორც სახელმძღვანელო ინსტრუმენტი, რომელიც აჩვენებს ქვეყნის ცალკეული მიმართულების გარდაქმნის საჭიროებას. თუმცა ფაქტოლოგია ადასტურებს, რომ ქართულ ეკონომიკურ სივრცეში გაჟღერებული სტატისტიკა, ინდექსი, საიმედო პროგნოზი თუ იმედის მომცემი ეკონომიკური ხედვა თუ საკმარისს არგუმენტს არ შეიცავს, ვერ ამართლებს ნაჩვენებ შეფასებას. ცხადია, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და უცხოელი მოქალაქეების თვალში, რომ ქვეყანა მიმზიდველად გამოიყურება დიდი მიღწევაა, მაგრამ საკუთარ ოჯახში (ქვეყანაში) თითოეული მოქალაქე და ბიზნეს ორგანიზცია, რომ კეთილდღეობას გრძნობს, ეს უფრო დიდი მიღწევაა. გარდა ამისა, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პოსტკრიზისული ეკონომიკური აღდგენის პერსპექტივა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც აუცილებლად უნდა შევუნარჩუნოთ ჩვენს ეკონომიკას", - აცხადებს რატი აბულაძე report.ge-თან.

ცნობისთვის, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ „გლობალური კეთილდღეობის ინდექსის“ კვლევაში საქართველოს მიერ მიღწეული შედეგის შეფასებისას განაცხადა, რომ 2020 წელს საქართველო კეთილდღეობის მსოფლიო რეიტინგში უსწრებს ყველა მეზობელ ქვეყანას, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან კი მხოლოდ ბალტიისპირეთს ჩამორჩება.

167 ქვეყანას შორის საქართველო კეთილდღეობის ინდექსში 53-ე ადგილზეა. ქვეყანამ 2020 წლის „კეთილდღეობის ინდექსში“ შეფასების 100%-ანი სკალიდან 61.8%-ი მიიღო. ანგარიშის მიხედვით, საქართველოში რეალური შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე თითქმის გასამმაგდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system