თავში

რას აკეთებს საქართველო ,,თურქულის" რისკის პრევენციისთვის

რას აკეთებს საქართველო ,,თურქულის" რისკის პრევენციისთვის
რას აკეთებს საქართველო ,,თურქულის რისკის პრევენციისთვის

საქართველოში ,,თურქულის" გავრცელების საფრთხე ჯერჯერობით არ არსებობს. სპეციალისტების შეფასებით, პირუტყვის ვაქცინაცია ,,თურქულის", ,,ჯილეხისა" და სხვადასხვა ტიპის დაავადებებზე აქტიურად მიმდინარეობს, რის გამოც მათი გავრცელების ალბათობა თითქმის აღარ არის. თუკი დაავადება მაინც გავრცელდა, ვეტერინარების თქმით, ლიკვიდურობა ადვილად შესაძლებელია. სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში  ცხოველთა უფასო ვაქცინაციას სისტემატურად ახორციელებს. სააგენტოს ინფორმაციით, მიმდიანრე წლის 6 თვეში თურქულის საწინააღმდეგოდ - 791 600 მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი აიცრა, ჯილეხის საწინააღმდეგოდ - 402 003, ხოლო ბრუცელოზის საწინააღმდეგოდ აცრა 194 767 მსხვილფეხა და 251 810 წვრილფეხა პირუტყვს ჩაუტარდა. სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ახორციელებს ცხოველთა უფასო ვაქცინაციას სხვადასხვა ინფექციურ დაავადებაზე. თურქულის, ჯილეხის, ცოფის, ნოდულარული დერმატიტის, ბრუცელოზის, წვრილფეხა პირუტყვის ჭირის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური აცრები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.

,,მომავლის ფერმერის" დირექტორის, ვეტერინარ მიხეილ ჭიჭაყუას განცხადებით, ვაქცინაციის განხორციელებამ დაავადებების რისკი მინიმალურად შეამცირა. მისი თქმით,  მეცხოველეობის სექტორს საქართველოში საფრთხე ჯერჯერობით არ ემუქრება.

,,პრევენციული ღონისძიებები, რისი გატარებაც შესაძლებელი იყო, ყველაფერი გაკეთდა. საკმაოდ მკაცრი კონტროლია და დაავადების გავრცელების რისკი თითქმის აღარ არის. როგორც პრაქტიკა გვაჩვენებს, მსგავსი დაავადებები მეზობელი ქვეყნებიდან ვრცელდება ხოლმე, ეს საფრთხე ამ მომენტში არსაიდან გვემუქრება. თუმცა მაინც დიდი სიფრთხილეა საჭირიო, რადგან ავადმყოფობა პირუტყვს ძირითადად გაზაფხულსა და გვიან შემოდგომაზე ემუქრება, როცა იმუნური სისტემა სუსტია. ადამიანი დაავადებულ ცხოველებთან კონტაქტით ან დაავადებული საქონლის ხორცის მიღებით ავადდება. ასევე შეიძლება დაავადდეს საქონლის ტყავის ქურქისგანაც", - აცხადებს ვეტერინარი.

მიხეილ ჭიჭაყუა დაავადების გამოვლენის შემთხვევებში, ფერმერებს ურჩევს ვეტერინარებს მიმართონ, მოულოდნელად დავარდნილ საქონელს კი ხელით არ შეეხონ. სპეციალისტი აქვე იმასაც აღნიშნავს, რომ ნებისმიერი ადგილი, სადაც ჯილეხით ან თურქულით დაავადებული ცხოველი ან მისი რომელიმე ნაწილი მოხვდება, სათანადო დამუშავების გარეშე დაავადების კერად და ადამიანისთვის საშიშ ზონად მიიჩნევა. ამ ტიპის დაავადებით დაღუპული საქონლის დამარხვა არ შეიძლება.

ცნობისთვის დღეს, ტაილანდის სამეფოში, ქალაქ ბანგკოკში, "თურქულის დაავადების გლობალური კვლევითი ალიანსის" (GFRA) ორგანიზებით, ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაში საქართველოც მონაწილეობნდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system