თავში

რას ახვედრებს ტურისტებს საქართველო

რას ახვედრებს ტურისტებს საქართველო
რას ახვედრებს ტურისტებს საქართველო

ტურისტებს ეტაპობრივად გახსნილი ქვეყანა და მომზადებული ტურისტული სექტორი ხვდება.  ამის შესახებ პირველმა ვიცე- პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, საერთაშორისო სტუმრებს დღესაც შეუძლიათ იმ რეისებით, რომელიც საქართველოს სხვა ქვეყნებთან აკავშირებს, ჩამოვიდნენ და აჭარაში დაისვენონ.

„რას ვახვედრებთ ტურისტებს? - ეტაპობრივად გახსნილ ქვეყანას, ეტაპობრივად უკვე მომზადებულ ტურისტულ სექტორს, ვახვედრებთ ჯერ პირველ ეტაპზე გარე სივრცეში მოქმედ სავაჭრო ქსელს და ასევე შეგახსენებთ, რომ სასტუმროები დაკეტილი არ გვქონდა არსად, გარდა სათხილამურო კურორტებისა. დღესაც ჩვენს საერთაშორისო სტუმრებს შეუძლიათ იმ რეისებით , რა რეისებითაც დღესაც ჩვენს ქვეყანას აკავშირებს სხვა ქვეყნებთან, ჩამოვიდნენ დაისვენონ აჭარაში, ზამთრის ტურიზმიც არსებობს, რა თქმა უნდა აჭარა არ არის ლოკაცია, სადაც ჩვენ ზამთარში ვისვენებთ,“- განაცხადა ცქიტიშვილმა და დასძინა, რომ ტურიზმის გახსნა ქვეყანაში ორმხრივი პროცესია.

„ჩვენ არ შეგვიძლია ცალმხრივად აღვადგინოთ ტურიზმი, ყველანი ვუყურებდით ისრაელს როგორც პოტენციურ ჩვენს ბაზარს, მაგრამ ყველამ ვნახეთ, რომ ისრაელმა ერთი კვირით ქვეყნიდან გასვლაც კი აკრძალა, ამიტომ ყველანი ვცხოვრობთ მსოფლიოში, სადაც ძალიან მაღალია არაპროგნოზირებადი გადაწყვეტილებების ალბათობა,“- განაცხადა ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, ბიზნესთან შეხვედრები გაგრძელდება და უახლოეს დღეებში ისინი ბაზრობების წარმომადგენლებსა და ტუროპერატორებს შეხვდებიან.

შეგახსენებთ, 1-ელი თებერვლიდან რეგულარული ფრენები ყველა მიმართულებით აღდგება. ფრენები ყველა სამედიცინო პროტოკოლის წესების დაცვით განხორციელდება. საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვის მოხსნა ავიაკომპანიებს უკვე აცნობეს.

ტურისტების შემოყვანის გეგმა მუშავდება. მომავალი კვირიდანვე შემსუბუქდება რეგულაცია საქართველოში შემოსვლაზე.

მთავრობა ვაქცინირებული ტურისტების მოსაზიდად სპეციალურ გეგმას ადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system