თავში

რას აპირებს ანაკლიის კონსორციუმი თუ ხელისუფლება ხელშეკრულებას გაუწყვეტს

რას აპირებს ანაკლიის კონსორციუმი
რას აპირებს ანაკლიის კონსორციუმი თუ ხელისუფლება ხელშეკრულებას გაუწყვეტს

„თუ მოხდა ისე, რომ მთავრობამ ხელშეკრულება გაგვიწყვიტა და თავის სცენარს მიჰყვა, ამ შემთხვევაში ჩვენ იძულებულები გავხდებით, რომ საერთაშორისო არბიტრაჟში წავიდეთ,“ - ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შესახებ პარლამენტში საჯარო ფორმატში გამოსვლისას განაცხადა. როგორც ახვლედიანი განმარტავს, კონსორციუმს საერთაშორისო არბიტრაჟში წასვლის მკაფიო საფუძველი აქვს.
„ჩვენ ძალიან მკაფიო საფუძველი გვაქვს ამის გასაკეთებლად, თუმცა ჩვენ არ გვინდა, არ ვაკეთებთ ამას, იმიტომ არა, რომ პროექტი ვერ შევასრულეთ და ავანტიურულად ვამბობთ, რომ ხელშეკრულების პირობები დავარღვიეთ. არბიტრაჟს, დაახლოებით, წელიწადნახევარი - ორი წელი დასჭირდება. რას მოიმოქმედებს მთავრობა როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს, ამაზე მე შეფასებას ვერ გავაკეთებ", - აღნიშნა ახვლედიანმა.

ამასთან, ანაკლიის კონსორციუმის გენერალურ დირექტორს მიაჩნია, რომ პროექტი საერთაშორისო, იურიდიულ დავაში არ უნდა გადაიზარდოს.

„არ უნდა დაუშვას არცერთმა მხარემ, რომ ეს პროექტი საერთაშორისო, იურიდიულ დავაში გადაიზარდოს. ეს ნიშნავს იმას, რომ პროექტი გაჩერდება გაურკვეველი ვადით და ქვეყნის საინვესტიციო გარემო უაღრესად დაზიანდება. ჩვენ - ანაკლიის განვითარების კონსორციუმი მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ ამ პროექტის წარმატებით დასრულებისთვის, რადგან ეს სტრატეგიული და ჩვენი ქვეყნის მომავლის პროექტია“, - განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

ცნობისთვის, საქმის საერთაშორისო არბიტრაჟამდე მიყვანის საკითხს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი გამოეხმაურა. ცქიტიშვილის თქმით, ის კონსორციუმთან სასამართლო დავას არ გამორიცხავს. 

„რა თქმა უნდა, ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას, მაგრამ არა სახელმწიფოს მხრიდან, არამედ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მხრიდან", - განაცხადა მინისტრმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system