თავში

რას დაჰპირდა დევნილთა სააგენტოს დირექტორი თბილისში მცხოვრებ დევნილებს

რას დაჰპირდა ​დევნილთა სააგენტოს დირექტორი თბილისში მცხოვრებ დევნილებს
რას დაჰპირდა დევნილთა სააგენტოს დირექტორი თბილისში მცხოვრებ დევნილებს

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად, თბილისში, ნაძალადევის რაიონში ავარიულ შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებთან შეხვედრები გამართა.

სააგენტოს დირექტორი იძულებით გადაადგილებული ოჯახების საცხოვრებელ პირობებს პირადად გაეცნო და მათი პრობლემები მოისმინა.

ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, უახლოეს მომავალში, თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინა კიდევ 252 დევნილ ოჯახს გადაეცემა. ამ ეტაპზე, 212 სამოთახიანი და 40 ერთოთახიანი ბინა ნაწილდება. დამატებით, თბილისში, უკვე შესყიდულია 500-მდე ბინა, რომელთა დიდ ნაწილი ოროთახიანია. აღნიშნული ბინები დევნილ ოჯახებს 2020 წელს, განსახლების მეორე ეტაპზე გადაეცემათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system