თავში

რას დაჰპირდა გიორგი გახარია "ლილო მოლის" დირექტორს - VIDEO

რას დაჰპირდა გიორგი გახარია "ლილო მოლის" დირექტორს
რას დაჰპირდა გიორგი გახარია ლილო მოლის დირექტორს - VIDEO

ახალ ბიზნესომბუდსმენთან შეხვედრის შემდეგ „ლილო მოლის“ გენერალურმა დირექტორმა გია კვარაცხელიამ განაცხადა, რომ ლილოში მეტროსადგურის აშენებაზე პრემიერისგან გარანტია მიიღო. მისივე ინფორმაციით, ერთ-ერთი მეტროსადგურის მშენებლობა „ლილო მოლის“ ტერიტორიაზე იგეგმება.

„მიწისზედა რკინიგზის პროექტი რვა მეტროსადგურის მშენებლობას ითვალისწინებს და პრემიერისგან მივიღეთ გარანტია, რომ აღნიშნული პროექტი განხორციელდება. ესაა მეტროს ახალი სადგურები, რომლის ბოლო სადგური არის „ლილო მოლში“. თბილისის აღმოსავლეთის მოსახლეობა ელოდება ამ პროექტის განხორციელებას“, – განაცხადა „ლილო მოლის“ გენერალურმა დირექტორმა, გია კვარაცხელიამ.

ცნობისთვის, თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისში მიწისზედა მეტროს ხაზების გაყვანა გასულ წელს დააანონსა. მისი თქმით, მიწისზედა მეტრო პირველ ეტაპზე სამგორის სადგურს აეროპორტთან და ლილოს ბაზრობასთან დააკავშირებს. დედაქალაქის მერმა კოტრანსპორტის ხედვის პრეზენტაცია 2018 წლის  22 ოქტომბერს გამართა და საზოგადოებას აუწყა, რომ მეტროს ხაზების მშენებლობა, რომლებიც სამგორს აეროპორტთან და ლილოსთან დააკავშირების, 2019 წლის ბოლოს დაიწყებოდა, რისთვისაც გათვალისწინებულია 90 მილიონი დოლარი.

მიწისზედა მეტროს განვითარების მეორე ეტაპზე იგეგმება თბილისისა და რუსთავის მეტროს საშუალებით დაკავშირებაც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system