თავში

რას ელოდება მინისტრი რეფინანსირების განაკვეთის ზრდით

რას ელოდება მინისტრი რეფინანსირების განაკვეთის ზრდით
რას ელოდება მინისტრი რეფინანსირების განაკვეთის ზრდით

„ინფლაციის პრევენცია ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის,“ - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ სებ-ის მიერ გუშინ რეფინანსირების განაკვეთის 1% პუნქტით ზრდაზე(8.5-%-მდე) კომენტირებისას განაცხადა.  როგორც თურნავა ამბობს, ეროვნულ ბანკს თავისი მკაფიო მანდატი აქვს.

„ბოლო პერიოდში სებ-ი მთავრობასთან და ჩვენი პროფილის სამინისტროებთან საკმაოდ მჭიდრო კოორდინაციაში მუშაობს, მაგრამ მას თავისი განსაზღვრული მანდატი და რეგულაციები აქვს. სებ-ის ძირითადი ქმედებები არის ორიენტირებული, ინფლაციის პრევენციაზე და სწორედ ამ ინფლაციის პრევენციის ფარგლებში ეროვნულმა ბანკმა ეს გადაწყვეტილება მიიღო. რაც შეეხება ამ გადაწყვეტილების გავლენას ეკონომიკურ ზრდაზე, ზოგადად მაკროეკონომიკა სხვადასხვა ფაქტორების ბალანსს ნიშნავს. ერთი მხრივ, ინფლაციის პრევენცია ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის, რათა პროფილაქტიკური ღონისძიება გატარდეს იმისათვის, რომ სამომხმარებლო პროდუქცია არ გაძვირდეს,“ - განმარტა თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, შესაძლოა, ლარის რესურსის ასეთმა გაძვირებამ, გარკვეული ზეგავლენა ეკონომიკურ ზრდაზე მოახდინოს, თუმცა სხვა ფაქტორებით ზრდის დაბალანსება შესაძლებელია.


„ბალანსისთვის საჭიროა, მათ შორის სახელმწიფო ქონების უმოქმედო აქტივების სწრაფი ჩართვა ეკონომიკურ ციკლში და ეკონომიკურ საქმიანობაში. მაგალიათად, მიწის რეგისტრაციები როგორ დავაჩქაროთ, ასევე ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა. ჩვენ გვაქვს მთელი კომპლექსი, რომელსაც ვახორციელებთ იმისათვის, რომ ეკონომიკური ზრდა დაჩქარდეს", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system