თავში

რას ეუბნება ინვესტორებს საქართველოს რეიტინგები

რას ეუბნება ინვესტორებს საქართველოს რეიტინგები
რას ეუბნება ინვესტორებს საქართველოს რეიტინგები

"ქართული ეკონომიკისადმი ნდობა კვლავაც ძლიერია," - ასე აფასებს ეკონომიკის ექსპერტი, ვახტანგ ჭარაია სარეიტინგო სააგენტო S&P Global-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB” დონეზე დატოვებას. ექსპერტის შეფასებით, ბოლოდროინდელი არასტაბილური პოლიტიკური გარემო რომ არა ქვეყნის რეიტინგი კიდევ უფრო სტაბილური და მაღალი იქნებოდა. 

„მიუხედავად ბოლო პერიოდში განვითარებული პოლიტიკური მოვლენებისა, რასაც შეეძლო, ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოეხდინა, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ფაქტორი გათვალისწინებულია, როგორც მოვლენა, თუმცა, არაა ასახული იმ კუთხით, რომ გაუარესებულიყო საქართველოს შესაძლებლობები და ინვესტორებისთვის ცუდი სიგნალი გაგზავნილიყო. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ საქართველო უკვე ფასობს, როგორც კარგად ჩამოყალიბებული, დემოკრატიული და ეკონომიკური სივრცე,“ - ამბობს ვახტანგ ჭარაია.

სარეიტინგო სააგენტო S&P Global-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB” დონეზე შეუნარჩუნა. პანდემიისა და გლობალური ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, სარეიტინგო კომპანია Fitch-ის შემდეგ, ეს უკვე მეორე სარეიტინგო სააგენტოა, რომელმაც ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელ, „BB” დონეზე დატოვა.

ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, მთავრობის გატარებული რეფორმები, ეფექტური ანტიპანდემიური ღონისძიებები, ერთგულება რეფორმების კურსისადმი, ის საფუძველია, რაც აძლევს სარეიტინგო სააგენტოს შესაძლებლობას, შეინარჩუნოს ძველი რეიტინგი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system