თავში

რას გამოიწვევს ეკონომიკაში პანდემიის სავარაუდო მეორე ტალღა

რას გამოიწვევს ეკონომიკაში პანდემიის სავარაუდო მეორე ტალღა
რას გამოიწვევს ეკონომიკაში პანდემიის სავარაუდო მეორე ტალღა

covid-19-ის მეორე ტალღა იქნება თუ არა, ჯერ არავინ იცის, თუმცა როგორც სამედიცინო, ასევე ეკონომიკურ წრეებში თამამად საუბრობენ პროცესებზე, რაც შეიძლება ეპიდემიის შემობრუნებას მოყვეს. სამწუხაროდ, კორონავირუსი ისევ ვრცელდება და შემოდგომიდან როგორი ძალით იფეთქებს იგი, არავინ იცის. თუკი მაინც და მაინც ეს სავალალო მოცემულობა დადგება, გლობალური ეკონომიკა უდიდეს ზარალს მიიღებს, რაზეც report.ge-თან ეკონომისტმა რამაზ გერლიანმა განაცხადა. მისი თქმით, არც საქართველო იქნება გამონაკლისი, რომელმაც ეპიდემიის შედეგად შესაძლოა მიმდინარე წელი ეკონომიკური ვარდნის ორნიშნა უარყოფითი ნიშნით დაასრულოს.

,,ბიზნესი დღეს გამოცოცხლების პროცესს ელოდება. თუმცა, თუკი პანდემიის მეორე ტალღა დაფიქსირდება, ჩვენ ამ პროცესის ნაცვლად სტაგნაციას მივიღებთ, რაც მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს ქვეყანას. ყველგან მძიმე შედეგს მივიღებთ. ბიზნეს სუბიექტებს მოკლევადიან პერიოდში დაპაუზება შეუძლიათ, მაგრამ როცა კრიზისი ხანგძლივად გრძელდება, ისინი ტოვებენ საქმიანობას. ეს ნიშნავს, რომ ბევრი ბიზნესი დაიხურება არა მხოლოდ ტურიზმის, არამედ, სხვა მიმართულებით, მათ შორის, სამეწარმეო საქმიანობაში. თუმცა კლასტერულად ეს მოხდა ტურიზმთან მიმართებაში, მაგრამ რისკი ყველას შეექმნება, მათ შორის სამშენებლო სექტორს, იმ დარგებს, რომლებიც ირიბად ტურიზმის სფეროსთან მიბმულია. თუკი ამ გარდაუვალი რეალობის წინაშე დავდგებით, ამ შემთხვევაში ჩვენ პრაქტიკულად ეკონომიკური ვარდნა გვექნება ორნიშნა უარყოფითი ნიშნით წლის ბოლოსთვის. პრაქტიკულად, მომავალ წელსაც ეკონომიკას ეს მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს", - აცხადებს გერლიანი და დასძენს, რომ პრობლემა განსაკუთრებით საგარეო ვაჭრობაში შეიქმნება.

,,საქართველოზე საბოლოოდ საერთაშორისო ქვეყნებში არსებული მდგომარეობაც მოახდენს გავლენას, განსაკუთრებით ექსპორტზე, რადგან თუკი გლობალურ დონეზე მოხდა პრობლემა, მცირე ქვეყნებსაც ჩაითრევს. სიღრმისეულ კრიზისში ვართ ახლაც, არ ჩანს ფსკერი და  სტაგნაციისკენ მივექანებით, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის ცუდ მდგომარეობაში ჩამყენებელია. რთულ სიტუაციაშია იმპორტზე იყო ორიენტირებული ბიზნესიც", - დასძენს ეკონომისტი.

არა მარტო ეკონომიკას, ეპიდემიის შესაძლო მეორე ტალღა დიდ პრობლემას შექმნის ჯანდაცვაშიც, რაზეც ინფექციონისტები მუდმივად გვაფრთხილებენ. რაც შეეხება საფინანსო სექტორს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, ამ დროისთვის საფინანსო სექტორის ბუფერები კვლავ სოლიდურია. გვენეტაძის თქმით, ვირუსის მეორე ტალღას, ასეთის შემთხვევაში, საფინანსო სექტორი მომზადებული დახვდება.

.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system