თავში

რას გამოიწვევს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბლოკირება

რას გამოიწვევს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბლოკირება
რას გამოიწვევს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბლოკირება

დღეს გახდა ცნობილი, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უახლოეს მომავალში არ ამოქმდდება.

ტრასპორტის სფეროს სპეციალისტი დავით მესხიშვილი ფოქრობს, რომ ეს ფინანსურად შეჭირვებული მოსახლეობის დისკრიმინაციაა.

"მოკლედ და მარტივად: საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვა ნიშნავს, რომ საქართველოში ნებადართულია მხოლოდ მდიდართა და შეძლებულთა გადაადგილება, ხოლო ფინანსურად შეჭირვებულთა და სოციალურად დაუცველთა მოძრაობა აკრძალულია. აი რა უნდა იყოს ამაზე მეტად დისკრიმინაციული და გულისამრევი?!" - წერს დავით მესხიშვილი სოციალურ ქსელში.

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძე ფიქრობს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების შემდეგ, სოციალური დისტანცირების დაცვა რთული იქნება.

ჯანდაცვის უწყება საზოგადოებროვი ტრანსპორტის რეგულაციებზე უკვე მუშაობს და რა წესები იმოქმედებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისას, შემდეგ კვირაში იქნება ცნობილი.

მინისტრის თქმით, შესაძლოა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისას მგზავრების რაოდენობაზე ლიმიტიც დაწესდეს.

შეგახსენებთ, ტრანსპორტისა და გზების სპეციალისტებმა გამოაქვეყნეს მანიფესტი, რომლითაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედებას ითხოვენ.

მანიფესტში აღნიშნულია, რომ საზ-ტრანსპორტის აკრძალვა დაუშვებელია, ვინაიდან აუარესებს ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობას, იწვევს სიღატაკეს, შიმშილს და მოაქვს გამოუსწორებელი ეკონომიკური ზიანი ქვეყნებისთვის. არგუმენტად საერთაშორისო გამოცდილება სახელდება.

"საზ-ტრანსპორტი პრაქტიკულად არსად არ აკრძალულა საქართველოს გარდა! ავტობუსის, მეტროს და მიკრო-ავტობუსის ფუნქციონირება უნდა განახლდეს, ოღონდ საგანგებო წესების სრული დაცვით (პირბადე, ეკიპირებული მძღოლი, სპირტი, დისტანცია, ბუნებრივი ვენტილაცია და სხვ.), რაც თბილისის მერიამ საწყის ეტაპზე ვერ შეძლო," - აღნიშნულია პეტიციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system