თავში

რას გეგმავს Amber Group ქართული ტურიზმის პოპულირების მიზნით

რას გეგმავს Amber Group ქართული ტურიზმის პოპულირების მიზნით
რას გეგმავს  Amber Group ქართული ტურიზმის პოპულირების მიზნით

დღეს სასტუმრო Kempinski-ში გამართულ პრესკონფერენციაზე „Georgia Real Estate Holding“-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ განაცხადა, რომ ტურიზმის სექტორში კომპანია ახალი ქართული ბრენდით, Amber Group-ით შემოდის, რომელიც ფოკუსირებული იქნება უნიკალურ ქართულ კულინარიაზე, ტრადიციულ ქართულ მეღვინეობაზე და საერთაშორისო მასშტაბით საქართველოს პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

„Georgia Capital“-ი აგრძელებს საქართველოში ინვესტირებას და ჩვენ გვჯერა, რომ ქვეყანას აქვს ტურიზმის სექტორისა და უძრავი ქონების განვითარების უდიდესი პოტენციალი. შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში, ამ მიმართულებებით, Georgia Real Estate Holding-ის პლატფორმით 540 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას ვგეგმავთ. ტურიზმის მიმართულებით ვხედავთ განვითარების სერიოზულ პერსპექტივებს. სწორედ ამიტომ ჩამოვაყალიბეთ ძლიერი გუნდი, რომელთან ერთადაც დაგეგმილი გვაქვს 11 სასტუმროს გახსნა ქვეყნის ულამაზეს რეგიონებსა და დედაქალაქში. ამ მიმართულებისთვის უკვე მოზიდულია 130 მილიონი აშშ დოლარი. მიმაჩნია, რომ მსგავსი მასშტაბის ინვესტიცია უმნიშვნელოვანესია როგორც ჩვენთვის, ისე ქვეყნისთვის, ვინაიდან ტურიზმის განვითარება ხელს უწყობს ქვეყანაში დამატებითი ინფრასტრუქტურის შექმნასა და მომიჯნავე დარგების განვითარებას“, – განაცხადა Georgia Real Estate Holding-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system