თავში

რას გეგმავს სემეკი 2020 წელს

რას გეგმავს სემეკი 2020 წელს
რას გეგმავს სემეკი 2020 წელს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანია ენერგეტიკის საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე სიტყვით გამოვიდა.

ნარმანიამ ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში მარეგულირებელი კომისიის როლის შესახებ ვრცელი პრეზენტაცია წარადგინა.

დავით ნარმანიამ დეტალურად ისაუბრა ევროკავშირის კანონმდებლობასთან ქართული კანონმდებლობის ჰარმონიზების, ენერგეტიკის ბაზრის რეფორმირების, სემეკის ახალი ფუნქციებისა და გამოწვევების შესახებ. სემეკის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა კომისიის პრიორიტეტებზე რეგულირებად სექტორებში. მათ შორის, მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე, მომსახურების ხარისხის დახვეწაზე, რეგულირების სტანდარტების, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებასა და კონკურენციის განვითარების ხელშეწყობაზე.


ენერგეტიკის საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმში, რომლითაც ენერგეტიკის კვირეული გაიხსნა, 15 ქვეყნის 300-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს. კვირეულის ფარგლებში განიხილება საქართველოს ენერგეტიკის სექტორში არსებული გამოწვევები, რეფორმირების პროცესი, საინვესტიციო ხელშეწყობისა და ენერგოუსაფრთხოების საკითხები, საერთაშორისო თანამშრომლობა, განახლებადი ენერგიის ათვისების ხელშეწყობისა და ენერგოეფექტურობის ზრდისკენ მიმართული ღონისძიებები.

,,საქართველოს ენერგეტიკის კვირეული 2020″ სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system