თავში

რას გეგმავს SOCAR-ი სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით - EXCLUSIVE

რას გეგმავს SOCAR-ი სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
რას გეგმავს SOCAR-ი სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით  - EXCLUSIVE

"ჩვენ ვაგრძელებთ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით დაგეგმილ პროექტებს და ვართ დამოკიდებული რეგულაციებზე, რომლებიც განსაზღვრავს რამდენად შესაძლებელი იქნება შემოდგომაზე ამ პროექტების იმავე ფორმატით გაგრძელება," - ამის შესახებ report.ge-ს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" დირექტორმა ლევან გიორგაძემ განუცხადა.

რაც შეეხება უკვე ჩატარებულ აქტივობებს, გიორგაძე ამბობს, რომ აგვისტოს თვეში გაიმართა შშმ პირების ბანაკი თერჯოლაში, სადაც უამრავი სპორტული ღონისძიება ჩატარდა.

ცნობისთვის, გარემოს დაცვა, ახალგაზრდების მხარდაჭერა, უსაფრთხოება, ქალთა გაძლიერება, შშმ პირთა და ხანდაზმულების მხარდაჭერა, - ამ მიმართულებით "სოკარი" სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ბოლო 2 წელია საქართველოში აქტიურად მუშაობს. კომპანიამ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმა „პასუხისმგებლობის 5 სტანდარტი“ 2018 წელს წარადგინა.

შეგახსენებთ, SOCAR Georgia Petroleum-მა 2020 წლის დრიფტის სერიები დაასპონსორა. მართალია, პანდემიის ფონზე, წელს დრიფტის გახსნა რიგ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, თუმცა მისი გახსნა მაინც მოხერხდა. პირველი სერია ხონში უკვე ჩატარდა, მორიგი სერია კი 26-27 სექტემბერსაა დაგეგმილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system