თავში

რას გულისხმობს ახალი ვალდებულება მწარმოებლისთვის

რას გულისხმობს ახალი ვალდებულება მწარმოებლისთვის
რას გულისხმობს ახალი ვალდებულება მწარმოებლისთვის

საქართველოს „ნარჩენების მართვის კოდექსით“ განსაზღვრული მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება ძალაში 2019 წლის დეკემბერში შედის და ითვალისწინებს პროდუქციის მწარმოებლისა და იმპორტიორის მიერ პასუხისმგებლობის აღებას ადამიანისა და ჯანმრთელობისათვის სახიფათო სპეციფიკური ნარჩენების შეგროვებასა და დამუშავებაზე. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების დანერგვას საქართველოში მხარს უჭერენ გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და შვედეთის მთავრობა  საკონსულტაციო შეხვედრა  დღეს გაიმართა. დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილეს ელექტრო და ელექტრონული ნარჩენების კანონქვემდებარე აქტის პროექტის დასრულება და ელექტრო და ელექტრონული პროდუქციის მწარმოებელი და იმპორტიორი კომპანიების დახმარება მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) ორგანიზაციის შექმნაში.

შეხვედრაზე ელექტრო და ელექტრონული პროდუქციის მწარმოებლები, იმპორტიორები და პროცესის მონაწილე სხვა დაინტერესებული მხარეები იმსჯელეს ელექტრო და ელექტრონული ნარჩენების კანონქვემდებარე აქტის პროექტზე. შეხვედრაზე წარმოადგინეს ევროპული ქვეყნების გამოცდილება მგვ ორგანიზაციების მოწყობისა და ოპერირების, მათ წინაშე მდგარი გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ.პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვა სახის ღონისძიებებიც, რომლებიც დაეხმარება ელექტრონული პროდუქციის იმპორტიორ და მწარმოებელ ორგანიზაციებს მგვ სისტემაში მონაწილეობისა და შესაძლებლობების განვითარების კუთხით.

 "განვითარებულ ქვეყნებში,მათ შორის, ევროპაში, მყარი ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით პროექტი ათწლეულებია, მუშაობს. ის ერთ-ერთ გამართულ და ეფექტურ მექანიზმად მიიჩნევა. ამ ეტაპზე საქაერთველოში მიმდინარეობს კანონქვემდებარე აქტებზე მუშაობა იმ კონკრეტული ნაკადებისთვის, რომელიც მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას ექვემდებარება. ესენია: ნარჩენი ზეთები და აკუმულატორები, საბურავები, ხმარებიდან ამოღებული სატრანსპორტო საშუალებები, შესაფუთი მასალები, ელექტრო და ელექტრო ნარჩენები და სხვა. ვთითოეულ ამ ნაკადზე შემუშავებულია კანონქვემდებარე აქტის პროექტები , სადაც კონკრეტულად არის გაწერილი, როგორ მოახდინონ მწარმოებლებმა და იმპორტიორებმა ამ მექანიზმის ამუშავება, რა არის მამთი და მუნიციპალიტეტის, ასევე საზოგადოების ვალდებულება და სხვა, სისტემას უამრავი მოთამაშე ჰყავს და შედეგის მიღწევა მხოლდო ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი", - განაცხადა გარემოსდაცვითი პოლიტიკის ექსპერტმა, ხათუნა გოგოლაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system