თავში

რას გულისხმობს აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ბიზნესგეგმა

რას გულისხმობს აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ბიზნესგეგმა
რას გულისხმობს აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ბიზნესგეგმა

„აშშ - ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ბატონი ქროქის შეფასება არის ძალიან ზუსტი. ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა არის ძალიან მაღალ ნიშნულზე ყველა ასპექტითა და მიმართულებით. განსაკუთრებით გამოვყოფდი ეკონომიკურ თანამშრომლობას. რამდენიმე დღის წინ ხელი მოვაწერეთ მნიშვნელოვან მემორანდუმს „სუფთა ქსელის“ ინიციატივასთან საქართველოს მიერთების თვალსაზრისით, რაც ხსნის ახალ პერსპექტივებს ამერიკული ბიზნესებისთვის, რომლებიც უფრო მეტი ნდობით მოეკიდებიან საქართველოში ინვესტირებას,“ - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აშშ - ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ქით ქრაჩის ინტერვიუ, რომელიც მან „ამერიკის ხმას“ მისცა.

ინტერვიუში ქით ქრაჩმა ისაუბრა საქართველოსა და აშშ - ის „ბიზნესგეგმის შედგენაზე“. 

მინისტრ თურნავას განცხადებით, ეს ზუსტი ტერმინია და საქართველოსა და აშშ - ის შორის თანამშრომლობის პროცესში ორი ქვეყნის საქმიანი წრეების უფრო მეტად გააქტიურებას ითვალისწინებს. 

„ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ბიზნესების თანამშრომლობის დრაივერი იქნება არა სახელმწიფო უწყებები, არამედ ამ პროცესს ბიზნესებიც შეუერთდებიან და ისინი დაიწყებენ უფრო აქტიურ თანამშრომლობას. რა თქმა უნდა, წამყვანი როლი ეკისრებათ მთავრობებს, ვაცნობიერებთ ჩვენზე დაკისრებულ პასუხისმგებლობებს და ვთანამშრომლობთ ისეთ მნიშვნელოვან ფინანსურ ინსტიტუტებთან, როგორიცაა აშშ - ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაცია (DFC), რომელიც განიხილავს, საქართველოში თავისი რეგიონული ოფისი დააფუძნოს და დაეხმაროს ამერიკულ ბიზნესებს, დაიწყონ საქართველოში საქმიანობა და აგრეთვე მათ ქართველ პარტნიორებს. ამიტომაც ვახდენთ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკების დაწყებას ინტენსიფიკაციას და ამ წინსვლის პერსპექტივები არის ისეთი ნათელი, როგორც არასდროს,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, აშშ - ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ქით ქრაჩის აზრით, 5G ქსელის უსაფრთხოება და „სუფთა ქსელის“ წევრობა „ღია სიგნალს უგზავნის ამერიკაში კერძო სექტორს“ და ასევე „სუფთა ქსელის“ წევრი ქვეყნების კომპანიებს. კროქის თქმით, შეერთებულ შტატებს ამ მიმართულებით დაფინანსების გამოყოფის შესაძლებლობებიც აქვს, „განვითარების დაფინანსების კორპორაციის“ ფარგლებში. სახელმწიფო მდივნის მოადგილე ამბობს, რომ საქართველოში აღნიშნული კორპორაციის ოფისის გახსნაც განიხილება.

შეგახსენებთ, აშშ-სა და საქართველოს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა და მიუერთდა ინიციატივას „ქლინ ნეტვორკ“ (Clean Network). შედეგად, საქართველოს ტელესაკომუნიკაციო სფეროში სანდო და სოლიდურ ინვესტორების გამოჩენას ელიან.

ადგილობრივი მცირე და საშუალო ინტერნეტპროვაიდერები Clean Network-ში საქართველოს გაწევრიანებას იწონებენ.

აშშ- ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ეკონომიკური ზრდის, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის საკითხებში ქით ქროქის შეფასებით, Clean Network-ის ინიციატივასთან საქართველოს მიერთება აშშ-ს კერძო სექტორისთვის, ისევე როგორც ევროკავშირის კერძო სექტორისთვის, ეს იქნება ერთგვარი სიგნალი, რომ საქართველო შესანიშნავი ადგილია ინვესტიციების განსახორციელებლად.

მან ასევე დეტალურად განმარტა, რა სარგებლობას მოუტანს Clean Network-ის წევრობა საქართველოს.

როგორია 5G ქსელების უსაფრთხოების მემორანდუმის პოლიტიკური და ეკონომიკური ეფექტი საქართველოსთვის, გაეცანით აქ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system