თავში

რას გულისხმობს "მეწარმეთა შესახებ“ კანონპროექტი

რას გულისხმობს "მეწარმეთა შესახებ“ კანონპროექტი
რას გულისხმობს მეწარმეთა შესახებ“ კანონპროექტი

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, „მეწარმეთა შესახებ“ კანონპროექტი საკანონმდებლო პაკეტთან ერთად განიხილეს. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განმარტა, წარმოდგენილია სრულიად ახალი კანონი. ახალი კანონის მიღების შედეგად, სამეწარმეო ურთიერთობებში კანონის როლი და დანიშნულება გაძლიერდება.

„მოქმედი კანონი მოძველდა საიმისოდ, რომ გაუმკლავდეს იმ გამოწვევებს, რომელიც თანამედროვე ეპოქაში საქართველოში შეიძლება საკორპორაციო ურთიერთობის სახით არსებობდეს. სრულყოფილად ფუნქციონირებადი საბაზრო ეკონომიკის შექმნისა და ვაჭრობის წახალისების ერთ-ერთი ფუნდამენტური საფუძველი სწორედ ეფექტიანი კორპორატიული სამართლის არსებობაა“, - განაცხადა მომხსენებელმა და დასძინა, რომ იქმნება ნორმატიული ბაზა, რაც ქვეყანას ტავიდან ააცილებს იმ საკანონმდებლო ვაკუუმს, რომელიც დღეისთვის ხელს უშლის, ერთი მხრივ, ამ ურთიერთობის მონაწილეებს და, მეორე მხრივ, სასამართლოს - სადავო საკითხების სათანადოდ განხილვასა და გადაწყვეტაში. გაუმჯობესდება მინორიტარ პარტნიორთა და მესამე პირთა უფლებების დაცვის ხარისხი და გაიზრდება კორპორატიული გამჭვირვალობაც.

კანონპროექტის მიზანია ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის მოთხოვნების შესრულება. შესაბამისად, კანონპროექტში ასახულია ასოცირების შეთანხმებით და მისი დანართებით გათვალისწინებული ევროკავშირის შესაბამისი რეგულაციების იმპერატიული და დისპოზიციური ნორმები, რითაც ეს უკანასკნელი ასოცირების შეთანხმებით და ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისა და საქართველოს კორპორატიული სამართლის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზანს ემსახურება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system