თავში

რას გულისხმობს საქართველოსა და აზერბაიჯანის საერთო ტურისტული პაკეტი

რას გულისხმობს საქართველოსა და აზერბაიჯანის საერთო ტურისტული პაკეტი
რას გულისხმობს საქართველოსა და აზერბაიჯანის საერთო ტურისტული პაკეტი

აზერბაიჯანში საქართველოს ელჩმა, ზურაბ პატარიძემ, report.ge-ს დაუდასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველო-აზერბაიჯანი მუშაობს ერთობლივ ტურისტულ პაკეტებზე, რომლებსაც ორივე მხარე მესამე ქვეყნების წარმომადგენლებს შესთავაზებენ. 

"2020 წელს საქართველო-აზერბაიჯანი ერთობლივ ტურისტულ პაკეტებს შექმნის მესამე ქვეყნის წამომადგენლებისათვის, რაც წინასწარი გათვლებით მოთხოვნადი გახდება. ერთი პაკეტის ფარგლებში ტურისტს ან ტურისტების ჯგუფს გაუჩნდებათ შესაძლებლობა ამ პაკეტის შეძენით მოინახულონ ორი განსხვავებული ტრადიციის და კულტურის ქვეყანა. თანაც ამ პაკეტის ფარგლებში ტურისტებისთვის იმოქმედებს საზღვრის კვეთის გამარტივებული პროცედურა, რაც კომფორტს შეუქმნის მათ. ეს კი საბოლოოდ გაზრდის რეგიონის ტურისტულ მომხიბვლელობას და ცნობადობას, " - განაცხადა პატარიძემ.

მისივე თქმით, ამჟამად აქტიურ ფაზაშია მოლაპარაკებები ერთ-ერთ აზერბაიჯანულ ავიაკომპანიასთან, რომელმაც მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, 2020 წლიდან უნდა შეასრულოს ახალი ავიარეისი ბაქო-ბათუმი-თბილისის მიმართულებით. ელჩის თქმით, ცოტა ხნის წინ ამოქმედებეული ავიარეისი ბაქო-ბათუმი გამოაცოცხლებს შავი ზღვისპირა ზოლს და, ბაქო-თბილისის ავიარეისებთა ერთად, გაზრდის 9.898 მილიონი მოსახლეობის აზერბაიჯანიდან ტურისტების შემოდინებას ქვეყანაში.

ცნობისთვის, 2019 წლის 9 თვეში 1 მილიონ 400 ათასი ვიზიტორი ესტუმრა აზერბაიჯანიდან საქართველოს, ზრდა წინა წელთან შედარებით 7.7%-ია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system