თავში

რას გულისხმობს ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი

რას გულისხმობს ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი
რას გულისხმობს ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი

მოძველებული მანქანებს სატაქსო მომსახურება, სავარაუდოდ, აეკრძალებათ. ავტომანქანის წლოვანება ერთ-ერთი საკითხი იქნება, რომლის განსაზღვრასაც თბილისის მერია ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპზე გეგმავს.რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში მოიაზრება მძღოლებისთვის შეღავათიანი სესხის შეთავაზებაც, რათა მათ ახალი ავტომობილების შეძენა შეძლონ.

დედაქალაქის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის, მამუკა მუმლაძის ინფორმაციით, ყველა გადაწყვეტილება მძღოლების მოსაზრების გათვალისწინებით იქნება მიღებული. მისივე თქმით, მერია სატაქსო მომსახურებასი დაზრვევის კომპონენტის შემოღებასაც განიხილავს. თბილისის მერიის ტრასნპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის განმარტებით, ჯამში მერია ტაქსის მძღოლებს რამდენიმე მიმართულებას შესთავაზებს, თუმცა მძღოლების წინააღმდეგობის შემთხვევაში, შესაძლოა მოთხოვნები გადაიხედოს.

„ძალიან ბევრ მძღოლს თუ ვკითხავთ, გვეტყვიან, რომ კარგია დაზღვევა და მესამე პირი, მგზავრიც დაზღვეული იქნება. პასუხსისმგებლობა არის მძღოლზე. შესაბამისად, თუ ამ მიმართულებით წავალთ, ცუდი არ იქნება, მაგრამ მძღოლი არ უნდა დაზარალდეს. რეფორმას შეიძლება ახლდეს უკმაყოფილება, როგორც მძღოლების, ასევე მოსახლეობის მხრიდან. რეფორმა არ არის ორიენტირებული ტაქსების რაოდენობის შემცირებაზე. ის არც ვინმეს შეზღუდვას ისახავს მიზნად. პირიქით, B კატეგორია საერთოდ არ იყო გათვალისწინებული, მაგრამ ჩვენ ეს დავუშვით. ასევე, ტაქსის მძღოლები გავათავისუფლეთ საშემოსავლო გადასახადისგან, არ მოვთხოვეთ მეწარმედ დარეგისტრირება. არ ჰქონდათ პარკირება და გავაკეთეთ, გადაღებვის ნაცვლად დავთანხმდით ფირის გადაკვრას, დავურიგეთ ვაუჩერები. პირიქით, ტაქსების პოპულარიზაცია მოხდა“, - აღნიშნა მუმლაძემ.

რაც შეეხება ფასების რეგულირების საკითხს, მუმლაძის თქმით, აღნიშნულ საკითხში ჩარევა არც რეფორმის მესამე ეტაპის დღის წესრიგში დგას.

ცნობისთვის, 1-ელი ოქტომბრიდან ტაქსის რეფორმის მეორე ეტაპი დაიწყო. ამ პერიოდიდან თბილისში მოძრავი ტაქსები ორ - A და B კატეგორიად გაიყო. ლიცენზირებული A კატეგორიის ტაქსები თეთრი ფერის, მარცხენასაჭიანი და ხუთკარიანია, გავლილი აქვს ტექდათვალიერება და ფლობს ლიცენზიას. A კატეგორიის მქონე ტაქსის მძღოლებს საშუალება აქვთ გარკვეული პრივილეგიებით ისარგებლონ. კერძოდ, ტაქსის უფასო გასაჩერებელი ადგილებით და ტაქსის უფასო ნიშნებით. ასევე მათ უფლება აქვთ ავტომანქანაზე რეკლამა განათავსონ და დამატებით შემოსავალი მიიღონ.

რაც შეეხება B კატეგორიის ტაქსებს, მათ ავტომანქანის ფერის შეცვლის ვალდებულება არ აქვთ, თუმცა, ისინი დედაქალაქში ტაქსის ნიშნით ვერ დადიან და პრივილეგიებითაც ვერ სარგებლობენ. თბილისში ამ დროისთვის ლიცენზია 16 731 მძღოლს აქვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system