თავში

რას იყიდით სიგარეტის ფულად

რას იყიდით სიგარეტის ფულად
რას იყიდით სიგარეტის ფულად

არასამთავრობო ორგანიზაციამ "თამბაქოს მოხმარების პრევენციამ" report.ge-ს მიაწოდა კალკულაცია, თუ რამდენით აზარალებს მწეველს ფინანსურად თამბაქოს მოხმარება. მათი მტკიცებით, თამბაქოს მოხმარება უარყოფითად აისახება არამხოლოდ მოქალაქეთა ჯანმრთელობაზე, არამედ ფინანსურ კეთილდღეობაზეც.

"თამბაქოს მოხმარების პრევენციის" დათვლით, 1 კვირის განმავლობაში სიგარეტში დახარჯული თანხით შესაძლებელია შეიძინოთ:

7 კგ ბოსტნეული

10 კვერცხი

1 კგ ფქვილი

7 პური

1 ლ რძე

1 კგ შაქარი

4 კგ ხილი.

ცნობისთვის, რა ჯდება ერთი "ნაფაზი", ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დათვალა. Report.ge-ის გამოთვლით, შარშან ერთი "ნაფაზი" სამ თეთრამდე ჯდებოდა. იმის გამო, რომ ერთი წლის განმავლობაში სიგარეტი 6.3%-ით გაძვირდა, ერთი ნაფაზის ზარალიც პროპორციულად გაიზრდებოდა. აქვე გაითვალისწინეთ, რომ მეცნიერთა დასკვნით,  ერთი ღერი სიგარეტი, სიცოცხლის 11 წუთს უდრის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system