თავში

რას ითხოვენ დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ

რას ითხოვენ დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ
რას ითხოვენ დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ

არასამთავრობო ორგანიზაციის „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ წარმოებული სტატისტიკის მიხედვით, ბოლო სამ თვეში 17-მდე ახალგაზრდამ თავი თამაშებზე დამოკიდებულების გამო მოიკლა, 7-მა კი თვითმკვლელობა სცადა. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ განსაკუთრებით შემაშფოთებელია გარდაცვლილთა ასაკი, რომელიც 14-წლიდან 31-წლამდე მერყეობს.

„დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ მოითხოვენ, რომ ქვეყანაში შექმნილი მძიმე სიტუაციიდან გამომდინარე პარლამენტმა სასწრაფოდ დაიწყოს „აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა.

„ჩვენი მოთხოვნაა, რომ სასწრაფოდ დაიწყოს ხელისუფლებამ „აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა. დამუშავებული კანონპროექტი 9 თვის განმავლობაში თაროზეა შემოდებული და აუცილებელია დაიწყოს მისი საპარლამენტო და საკომიტეტო მოსმენები. გაგვაგებინოს მთავრობამ, რას ფიქრობს, რა აქვს ჩაფიქრებული. თუ იმას ფიქრობენ, რომ 2020 წელი მოდის და ეს მსუყე ლუკმა იქნება, ნურას უკაცრადავ, ჩვენ მანამდე მოვახდენთ რეაგირებას. ჩვენ მანამდე ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ვაიძულოთ ხელისუფლება კანონპროეტის განხილვები უკვე დაიწყოს“, - განაცხადა თამარ ჯაფარიძემ, „დედები აზარტული თამაშების წინააღდეგ“ წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რომ „აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ“ კანონპროექტი, დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა, მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს მეორედ დაარეგისტრირა.

ცნობისთვის, 2018 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 128%-ით გაიზარდა. კერძოდ, თუ 2017 წელს სექტორის ბრუნვა 6,05 მილიარდი იყო, 2018 წელს ეს მაჩვენებლი 13,806 მილიარდამდე გაიზარდა. ვაჭრობის შემდეგ, სათამაშო ბიზნესის ბრუნვის მოცულობა საგრძნობლად უსწრებს ისეთ სფეროებს, როგორიცაა მშენებლობა, დამამუშავებელი მრეწველობა, ენერგორესურსების ბაზარი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system