თავში

რას ითხოვს მთავრობა აგრარულ ბაზრებში

რას ითხოვს მთავრობა აგრარულ ბაზრებში
რას ითხოვს მთავრობა აგრარულ ბაზრებში

აგრარული ბაზრები მუშაობას გააგრძელებენ, მაგრამ ამისთის სურსათის ეროვნული სააგენტოს სტანდარტის დაკმაყოფილება მოუწევთ. სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, აგრარული ბაზრები დიდწილად ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე დაავადების გავრცელების მაღალი რისკის შემცველი იყო. აქედან გამომდინარე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ძირითადად აგრარული ბაზრების ფუნქციონირება შეიზღუდოს.

,,აგრარული ბაზრების დასაქმებული მოვაჭრეები შეძელებენ გააგრძელოს საქმიანობა, მაგრამ უნდა დაიცვან სტანდარტი. აუცილებელია შევზღუდოთ მობილობა ქვეყანაში, რომ დაავადების გავრცელება არ მოხდეს. მართალია,  მწარმოებლებს შეზღუდვა უქმნის დისკომფორტს და უხერხულობას, მაგრამ ეს არის გარდაუვალი აუცილებლობით გამოწვეული გადაწყვეტილება, რომელსაც ვერ ავიცილებდით. დახურვის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ მიიღო. თუმცა ასევე კონკრეტულ მუნიციპალიტეტებს ეძლევა ალტერნატიული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა, რათა კონკრეტულ პირობებში შეძლონ ბაზრობებმა ფუნქციონირება. ინდივიდუალრურად ხდება, ზოგმა შეიძლება იმუშავოს, ზოგმა - ვეღარ, მაგრამ თუ ასე ვიმოქმედებთ, რისკს ავიცილებთ. ამდენად, აგრარული ბაზრების ფუნქციონირება შესაძლებელია მხოლოდ იმ სტანდარტის დაკმაყოფილების შედეგად, რომელიც შეიმუშავა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ და შეჯერებულია ჯანდაცვის სამინისტროსთან“, - განაცხადა მინისტრმა. 

ლევან დავითაშვილის განცხადებით, სტანდარტში მოცემულია მთელი რიგი მოთხოვნები, რომელიც წაეყენება ბიზნეს ოპერატორს ანუ აგრარული ბაზრის ადმინისტრაციას იმისთვის, რომ მათ მოახდინონ მკაცრად იმ წესების დაცვა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი დაავადების თავიდან ასაცილებლად.

,,ჩვენს მიერ დაწესებული ღონისძიებები უკავშირდება მოვაჭრე პერსონალის სპეციალური დამცავი საშუალებებით უზრუნველყოფას, ჰიგიენური და სანიტარული პირობების მკაცრ დაცვას, სადეზინფექციო სამუშაობის ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარებას; ეს უკავშირდება ადგილზე სანიტარული საშუალებების არსბებობას; უკავშირდება მათ შორის თითოეული მოვაჭრე პერსონალის მიკვლევადობას - მათ იდენტიფიკაციას და რეგისტრაციას; იმისთვის, რომ მიკვლევადი იყოს მოვაჭრე პერსონალის წარსული საქმიანობა მათი კონტაქტები, ძალიან მნიშვნელოვანია განისაზღვროს სად იმყოფებოდნენ, როგორი იყო მათი მოგზაურობის ისტორია, როგორ კონტაქტში და ვისთან იმყოფებოდნენ ისინი ბოლო 14 დღის განმავლობაში; კონკრეტული დაავადებების მქონე პერსონალი არ დაიშვება ასეთ ბაზრებში; 70 წელს გადაცილებული მოვაჭრეებისთვის, ასევე, არსებობს შეზღუდვები, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ჯანდაცვის რისკებიდან გამომდინარეობს. უპირველესი პრიორიტეტი ჯანმრთელობის უზრუნველყოფაა ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა დავითაშვილმა.

კიდევ ერთი ცვლილება, რაც შიძლება პროდუქტების რეალიზაციისას იქნას დაშვებული, მობილური ბაზრებია, რის ანალოგიც უკვე არის გურიაში. თუმცა, როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, აქაც მკაცრი კონტროლი დაწესდება და მეწარმეებს კონკრეტული პირობების დაკმაყოფილება მოუწევთ.

,,აუცილებელია, რომ მობილური სერვისის მიმწოდებელს ძალიან მჭიდრო კომუნკაცია ჰქონდეს ჯანდაცვის სპეციალისტებთან, შეიძლება ინიციატივები გაჩნდეს, მაგრამ არ იყოს თავსებადი  ჯანდაცვის მოთხოვნებთან. კარგია, რომ მედიაციას ვახდეთ სავაჭრო ჯაჭვის სხვადასხვა რგოლს შორის, მაგრამ უნდა ეს უნდა მოხდეს ისე, რომ დაცული იყოს  დისტანცირება, პირბადეები აუცილებლად იქნას გამოყენებული, ეს არის სავალდებულო პირება ასეთი ტიპის სავაჭრო სივრცეების ფუნქციონირებისთვის", - აღნიშნა მინისტრმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system