თავში

რას ითხოვს სავაჭრო სექტორი

რას ითხოვს სავაჭრო სექტორი
რას ითხოვს სავაჭრო სექტორი

მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური გუნდი ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით მოლებისა და სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებს ხვდება.

ბიზნესი ითხოვს 1 თებერვლიდან მუშაობა ყოველ დღე, შაბათ-კვირის ჩათვლით შეძლონ. ისინი ასევე ქონებრივ გადასახადზე შეღავათებსა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენას ითხოვენ. მათი აზრით, „კომენდანტის საათი" უნდა გადაიწიოს.

სავაჭრო ცენტრ „ქარვასლის" დირექტორი ზურაბ შავლაყაძე ამბობს, რომ გახსნას მაშინ აქვს აზრი, თუ სექტორი მოგებას ნახავს.

„აზრი უნდა ჰქონდეს, რომ კომპანიებმა მოგება მიიღონ. საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენას მთლიანად ვითხოვთ. საკმაოდ ძვირი უჯდება კომპანის თანამშრომლების გადაადგილება. ეს ხარჯები 3 ათასიდან 7 ათასამდეა და ხომ წარმოგიდგენიათ თვის განმავლობაში რამდენია",- განაცხადა შავლაყაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system