თავში

რას ითვალისწინებს პოსტკრიზისული გეგმა, რომელსაც მთავრობა მალე წარადგენს

რას ითვალისწინებს პოსტკრიზისული გეგმა, რომელსაც
რას ითვალისწინებს პოსტკრიზისული გეგმა, რომელსაც მთავრობა მალე წარადგენს

პოსტკრიზისული გეგმა, რომელიც ძალიან მალე ამოქმედდება, არის მომავალში ეკონომიკის ამოქოქვისა და კვლავ პოზიტიურ ტრაექტორიაზე დაბრუნების გეგმა, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, პოსტკრიზისული გეგმის დეტალები ჯერ ბოლომდე არ არის დასრულებული, თუმცა მინისტრმა გარკვეული მიმართულებები დააანონსა.

"პირველი და მნიშვნელოვანი მიმართულება ჩვენი პოსტკრიზისული გეგმის საინვესტიციო პოლიტიკის, ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ადგილობრივი წარმოების განვითარება იქნება. ახლა განსაკუთრებით ვხედავთ, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ შენ, საკუთარი რესურსი განვითარებული გქონდეს, საკუთარი საქონლით მაქსიმალურად უზრუნველყო საკუთარი საჭიროება და ბაზარი. ჩვენ გვაქვს ამის პოტენციალი სოფლის მეურნეობაში, როგორიცაა თევზჭერა და რძის პროდუქტების წარმოება, ბოსტნეულის წარმოება, ხორცი, მარცვლეული, ქართული ზეთი და ბევრი სხვა მიმართულება. ასეთივე პოტენციალი გვაქვს სამშენებლო მასალებში. იქნება ეს ქართული კერამიკა თუ მოსაპირკეთებელი მასალები. შემდგომი ჩვენი პრეზენტაციის და გეგმის ნაწილი იქნება სწორედ ის, თუ როგორ უდგას გვერდით ჩვენი მთავრობა და პოლიტიკური გუნდი ქართულ წარმოებას. ქართული წარმოება იქნება სამომავლო მთავარი პრიორიტეტი. მეორე მიმართულება პოსტკრიზისული გეგმის არის ჩვენი ახალი როლი გლობალური წარმოების, გლობალური ბიზნესის გადანაწილებაში“, - აღნიშნა თურნავამ. 

ცნობისთვის, ეკონომიკის მინისტრი 2020 წლის დასრულებას ეკონომიკის 4%-იანი კლებით ვარაუდობს, თუმცა მისი თქმით, წლევანდელ 4%-იან კლებას ეკონომიკა მომავალ წელს აღიდგენს და 2021 წელს ეკონომიკა 4%-იან ზრდაზე გავა.

შეგახსენებთ, დღეს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ, ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების პრეზენტაცია გამართა.

პრეზენტაციაზე თურნავამ აღნიშნა, რომ სესხისა და ლიზინგის სუბსიდირება ერთი წლით გახანგრძლივდება.

იზრდება თანადაფინანსების პროცენტიც. აქამდე სახემწიფო ბიზნესსესხის მხოლოდ 7 %-ს ფარავდა, ახლა მთავრობა ბიზნესს სესხის 11,5% პროცენტს დაუსუბსიდირებს.

ნათია თურნავას თქმით, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით ეკონომიკის სამინისტრო ტურიზმის მხარდაჭერისთვის სპეციფიკური ანტიკრიზისული გეგმის მომზადებაზე მუშაობს.

მცირე ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, მთავრობამ მიკროგრანტების ბიუჯეტი 4-ჯერ გაზარდა.

კომპანიებისა და მოქალაქეების დასახმარებლად, საქართველოს მთავრობა დასაქმებულთა ხელფასებს ასუბსიდირებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system