თავში

რას კარგავს ეკონომიკა შეზღუდვიდან შეზღუდვამდე

რას კარგავს ეკონომიკა შეზღუდვიდან შეზღუდვამდე
რას კარგავს ეკონომიკა შეზღუდვიდან შეზღუდვამდე

"მიუღებელია, დემოკრატიულმა სახელმწიფომ იცხოვროს შეზღუდვიდან შეზღუდვამდე რეჟიმში და ვერ მოისმინოს ხელისუფლებისგან პასუხები სასიცოცხლოდ აუცილებელ საკითხებზე, არ იცოდეს, რა ხედვა აქვს სახელმწიფოს კრიზისის დაძლევისა და პოსტკრიზისული აღდგენითი ზომების შესახებ: ეკონომიკური, სოციალური, თუ სხვა მიმართულებებით," - ასე ფიქრობს "პარტია "ელეო საქართველოსთვის" პრესსპიკერი ანა ნაცვლიშვილი, რომლის განმარტებით, „ლელო საქართველოსთვის“ იყო ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა მოუწოდა ხელისუფლებას, ქვეყანა მოემზადებინა საგანგებო მდგომარეობაზე გადასასვლელად. 

"ამ ერთი თვის განმავლობაში ჩვენ არაერთი მიმართულებით შევთავაზეთ ხელისუფლებას კონკრეტული ხედვა და რეკომენდაცია, COVID 19-ის პირობებში ეკონომიკური, სოციალური თუ პოლიტიკური კრიზისის თავიდან ასაცილებლად. ჩვენ ასევე მოვუწოდეთ ხელისუფლებას, შეექმნა ინტერპარტიული ანტიკრიზისული საბჭო, რათა მინიმუმამდე შემცირებულიყო არასწორი ნაბიჯების რისკი საგანგებო ვითარების პროცესში და ზიარ პრობლემაზე ზიარი პასუხისმგებლობა აგვეღო პოლიტიკურ სპექტრს. თუმცა, ხელისუფლების მხრიდან ამ პოზიციას შემხვედრი ნაბიჯები არ მოჰყოლია. ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობის პირობებში, პრაქტიკულად, გაჩერდა ეკონომიკური საქმიანობა, სოციალური, კულტურული, საგანმანათლებლო, პოლიტიკური ცხოვრება. გარდაუვალი ეკონომიკური და სოციალური პრობლემები კიდევ უფრო დაამძიმა საგანგებო მდგომარეობის დროს ქვეყანაში შემოღებული რეგულაციების არაკვალიფიციურობამ და გაუაზრებლობამ. ამასთან, შეზღუდვების შერჩევითმა აღსრულებამ ამ შეზღუდვებს დასჯის ეფექტი შესძინა და არა პანდემიასთან ბრძოლისთვის საჭირო და გააზრებული ნაბიჯების. ათასობით ადამიანმა დაკარგა შემოსავლის წყარო, დადგა გაურკვეველი მომავლის წინაშე. მათ სახელმწიფომ თითქმის ვერაფერი შესთავაზა," - ამბობს ნაცვლიშვილი. 

ცნობისთვის, ერთი კვირის წინ პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ლელო საქართველოსთვის“ საჯაროდ მიმართა ხელისუფლებას და მოითხოვა, 21 აპრილამდე გამოექვეყნებინა საგანგებო მდგომარეობის პერიოდის დეტალური ანგარიში, ფინანსური ინფორმაციის ჩათვლით, შემდეგ საკითხებზე:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ხედვა და ანალიზი პანდემიასთან დაკავშირებით და ამ სფეროს მზაობა სხვადასხვა სცენარით სიტუაციის განვითარების შემთხვევაში;
  • მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა პანდემიისა და პოსტპანდემიურ პერიოდში;
  • ბიზნესის ფისკალური და მონეტარული სტიმულირების გეგმა და სამუშაო ადგილებზე დაბრუნების შესაძლო ვადები/პირობები;
  • სასურსათო უზრუნველყოფის და უსაფრთხოების კონკრეტული ღონისძიებები;
  • საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების სრულმასშტაბიანი ხელშეწყობა;
  • ეროვნული ვალუტის დასტაბილურების მექანიზმები;
  • სოციალური დახმარებების გეგმა ყველაზე მოწყვლადი სოციალური ჯგუფების დასახმარებლად, კრიზისის შედეგად დაზარალებული ოჯახების აღრიცხვა და მათთვის კომუნალური და სასურსათო შეღავათების გაწევა;
  • განათლების სისტემაში არსებული ვითარება;
  • კომენდანტის საათის მიზანშეწონილობის მკაფიო დასაბუთება;
  • რიგი შეზღუდვების და რეგულაციების ეფექტურობის და საჭიროების დასაბუთება;
  • საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების კონკრეტული გრაფიკი.
  • მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ნათელი, გვჭირდება თუ არა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება და თუ გვჭირდება, მაშინ, როგორი შეზღუდვებით და რა ვადით.

    "ამ დრომდე მსგავსი ანგარიში ხელისუფლებას არ გამოუქვეყნებია და საზოგადოებას არ აქვს პასუხები უმწვავეს კითხვებზე. სანამ ხელისუფლება არ წარმოადგენს უკვე გაწეული საქმიანობის სრულყოფილ ანგარიშს მისი ეფექტურობისა და ხარჯთაღრციხვის შესახებ. საგანგებო მდგომარეობის დაუსაბუთებლად გაგრძელება მიუღებელი და უკანონოა ხელისუფლების მხრიდან’’, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

    შეგახსენებთ, საგანგებო ვითარება გუშინ მთავრობის გადაწყვეტილებით 22 მაისამდე გახანგრძლივდა.

    ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

    კატეგორიის სხვა ახალი ამბები

    ბოლო სიახლეები

    ბოლო სიახლეები



    orphus_system