თავში

რას ხარჯზე ინარჩუნებენ დატვირთულობას სასტუმროები კახეთში

რას ხარჯზე ინარჩუნებენ დატვირთულობას სასტუმროები კახეთში
რას ხარჯზე ინარჩუნებენ დატვირთულობას სასტუმროები კახეთში

ტურიზმის სფეროს სპეციალისტების შეფასებით, ეპიდემიასთან დაკავშირებული რეკომენდაციების დაცვა, სერვისების გაიაფება და კოვიდსასტუმროების საქმიანობა საბოლოოდ სექტორის დატვირთვიანობაზე დადებითად აისახება. პროფესორ მანანა ალადაშვილის თქმით, ეს გადამწყვეტი ფაქტორია, რაც კახეთში სასტუმროების სამომავლო დატვირთულობას განსაზღვრავს. 

,,სასტუმროების დატვირთვაზე ყველაზე მეტად გავლენას მომსახურების ფასები ახდენს, ეპიდემიურ სიტუაციაში კი, განმსაზღვრელია ის ღონისძიებები, რასაც სასტუმროები ეპიდემიის საწინააღმდეგონ ახორციელებენ. ამ მხრივ კახეთის რეგიონი უდავოდ გამორჩეულია და ეს მათ საქმიანოაბზეც მეტნაკლებად აისახება. მიმაჩნია, რომ კახეთში მდებარე სასტუმროებმა მომხმარებლებისთვის ძალიან კარგი შეთავაზება მოახდინეს. კოვიდსასტუმროების მობილიზებით მთავრობამაც გარკვეულწილად შეუწყო ხელი, რომ სეგმენტი მინიმალურ დონეზე მაინც დაიტვირთოს. ესეც დიდი მიღწევა, როცა ტურიზმი, როგორც დარგი, ფაქტობრივად განულებულია. კახეთის შმთხვევაში, შედეგს განაპირობებს დედაქალაქთან სიახლოვეც. წამყვანმა სასტუმროებმა ფასები ფაქტობრივად გაანახევრეს. მაგალითად, მაღალი დონის ბრენდულ სასტუმროში დასვენება 150 ლარად არის შესაძლებელი,  რაც მოთხოვნაზეც აისახება. ვფიქრობ, რომ სადღესასწაულო პერიოდში მომხმარებელი უფრო მეტადაც შეიძლება გააქტიურდეს. მთავარია, მაქსიმალურად დაიცვან სოციალური დისტანცია, ნომერში განთავსების მითითებები და სხვა, თუმცა, სპა და აუზები დახურულია და ვერც გარკვეული პერიოდის განმავლობაში იმუშავებენ", - ამბობს ალადაშვილი.

როგორც ცნობილია, დეკემბრის სამომავლო დატვირთულობამ 1% შეადგინა ზღვისპირა სასტუმროებში, 3% თბილისში და 6% სხვა რეგიონებში, ხოლო კახეთში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 7% დააფიქსირდა. ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" ყოველკვირეულ ეკონომიკურ მიმოხილვაში. დოკუმენტის მიხედვით, უქმეების დატვირთულობა გასულ კვირასთან შედარებით, შემცირდა ყველა რეგიონში, გარდა კახეთისა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system