თავში

რას მიიჩნევს ბიზნესი ყველაზე დიდ პრობლემად

რას მიიჩნევს ბიზნესი ყველაზე დიდ პრობლემად
რას მიიჩნევს ბიზნესი ყველაზე დიდ პრობლემად

ბიზნესი ბოლო დროის ყველაზე დიდ პრობლემად პანდემიას მიიჩნევს, თუმცა საუბრობს ისეთი ფაქტორების გავლენაზე, როგორიცაა ლარის კურსი და ქვეყნის პოლიტიკური არასტაბილურობა. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმება შედგა, ბიზნესმენები ფიქრობენ, რომ სტაბილურობის გარანტია ჯერ კიდევ არ არის. ამასობაში კი ბიზნესი ზარალდება, განსაკუთრებით კი იმ დარგებს უჭირს, რომელთა საქმიანობა პირდაპირ თუ ირიბად ტურიზმის სფეროს უკავშირდება.  

covid-19-ს მიიჩნევს ყველაზე დიდ პრობლემად საკვები პროდუქტისა და სამზარეულო აქსესუარების იმპორტიორი კომპანიის - ,,ბბ კომპანის“ მენეჯერი დიანა ხეჩიკაშვილი. 

,,ძალიან დავზარალდით პანდემიური პროცესების გამო, იძულებული გავხდით, თანამშრომლების ნაწილი უხელფასო შვებულებაში გაგვეშვა. ამ ეტაპზეც დისტანციურ რეჟიმში გვიწევს მუშაობა. ჩვენი საქმიანობა დიდწილად დამოკიდებულია ტურიზმის ინდუსტრიაზე, სანამ სასტუმროები, რესტორნები და სხვა ობიექტები სრულად არ ამუშავდებიან, მდგომარეობის გამოსწორებას ვერ შევძლებთ. ამიტომ მიმაჩნია, რომ კორონავირუსი არის დღესდღეობით ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა. როცა ამ პრობლემას დავძლევთ, ყველაფერი თანდათან გამოსწორდება, მათ შორის ლარის კურსთან დაკავშირებული პრობლემაც მოგვარდება. მთავარია, რომ სრულად გაიხსნას ეკონომიკა, ის ორგანიზაციები და კომპანიები, რომელთა საქმიანობაზეც ვართ დამოკიდებული, სხვანაირადამ მდგომარეობიდან ვერ გამოვალთ“, - ამბობს report.ge-თან დიანა ხეჩიკაშვილი.

ადგილობრივი მეწარმეები, ასევე იმპორტიორები ამბობენ, რომ მდგომარეობის გამოსწორება რეალურად შეუძლებელია, სანამ საქართველოს პანდემიურ კრიზისს არ დაძლევს.

კომპანია ,,იამოტოს" დამფუძნებელი პაატა მაისურაძე ამბობს , რომ პოლიტიკური არასტაბილურობაც კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც ბიზნესს დღესდღეობით ძალიან უჭირს.

,,პოლიტიკურ ჭრილში ვერ განვიხილავ პრობლემას, ჯერ არც ვიცით სინამდვილეში, მართლა მოგვარდა თუ არა ეს საკითხი და რას მოიტანს პოლიტიკური შეთანხმება, რომელსაც პარტიებმა მოაწერეს ხელი. არ ვიცით, რა იქნება ხვალ. თუმცა ძირითადი პრობლემა მაინც პანდემიაა, ,,კომენდანტის საათი" და მცირე შეზღუდვები, რომელიც ჯერ კიდევ დარჩა ეკონომიკაში. მოლოდინიც ნეგატიურია, თუნდაც ის, რომ 25- აპრილიდან შეიძლება ისევ ჩაიკეტოს ქვეყანა და მორიგი ლოქდაუნი მივიღოთ ვირუსის გავრცელების ზრდის გამო. ცალკე პრობლემაა კურსიც, რომელიც უკვე კატასტროფულ ზღვარზეა. ასევე ლოჯისტიკა, რომელიც საშინლად აირია, 3-ჯერ არის გაძვირებულია გადაზიდვები, რაც მოსახლეობის შემოსავლებსა და მათ მსყიდვითუინარიანობაზე აისახება საბოლოოდ", - ამბობს report.ge-თან პაატა მაისურაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system