თავში

რას მისცემს აბრეშუმის გზის პროექტი რეგიონს

რას მისცემს აბრეშუმის გზის პროექტი რეგიონს
რას მისცემს აბრეშუმის გზის პროექტი რეგიონს

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში რიგით მე-3 „აბრეშუმის გზის ფორუმის" მოდერატორი, ნიუ იორკის სტერნის ბიზნეს-სკოლის ეკონომიკის პროფესორი ნურიელ რუბინი, საქართველოს ეკონომიკურ რეფორმებს დადებითად აფასებს. სიტყვით გამოსვლისას მან ყურადღება გაამახვილა ეკონომიკური ზრდისა და ვაჭრობის კუთხით მსოფლიო მასშტაბით მიმდინარე ტენდენციებზე და ქვეყნების შემდგომი ეკონომიკური განვითარებისთვის გლობალიზაციის, ინოვაციების და ინკლუზიური ეკონომიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

„საჭიროა პოლიტიკა, რომელიც ავითარებს სტარტაპებს და მცირე და საშუალო საწარმოებს, რაც ეკონომიკური ზრდის მთავარი მიმართულებაა. ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ თუ საერთაშორისო ზრდა არ გავხადეთ ინკლუზიური, უფრო მდგრადი, აღნიშნული უკუსვლა გაგრძელდება, საჭიროა მეტი ინტეგრაცია, მეტი გლობალიზაცია, მეტი ეკონომიკური და სავაჭრო კავშირები, რომელიც ახალ თაობას მისცემს გადარჩენის და წარმატების ინსტრუმენტს გლობალურ ციფრულ ეკონომიკაში“ - აღნიშნა ნიუ იორკის სტერნის ბიზნეს სკოლის ეკონომიკის პროფესორმა.

ნურიელ რუბინის განცხადებით, ბოლო 40 წლის განმავლობაში იმ ქვეყნებმა, რომლებმაც გლობალურ ეკონომიკაში ინტეგრირება მოახდინეს, წარმატებას მიაღწიეს, ვინც ეს ვერ შეძლო, ის ქვეყნები ჩამორჩებიან ჩინეთს, საქართველოს და სხვა წარმატებულ ქვეყნებს, რომლებმაც ვაჭრობისა და კერძო სექტორის განვითარების მიმართულებით დიდი ნაბიჯი გადადგეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system