თავში

რას მისცემს CAREC-ის ქვეყნებს სატრანსპორტო დერეფნების გაციფრულება

რას მისცემს CAREC-ის ქვეყნებს სატრანსპორტო დერეფნების გაციფრულება
რას მისცემს CAREC-ის ქვეყნებს სატრანსპორტო დერეფნების გაციფრულება

„ადმინისტრაციული პროცედურების ჰარმონიზაცია, სატრანსპორტო დერეფნებისა და ლოგისტიკური სისტემების სინქრონიზაცია, მონაცემებისა და დოკუმენტაციის ელექტრონული გზით გაცვლა - ამ ყველაფრის მიღწევა მხოლოდ „ციფრული ინტეგრაციის გზით“ შეიძლება," - ამის შესახებ  საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა,აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრისას განაცხადა. მან, როგორც ADB-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ, მონაწილეობა მიიღო ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (CAREC) მაღალი დონის შეხვედრაში, თემაზე: „რეგიონული თანამშრომლობის აღდგენა ციფრული ტრანსფორმაციის გზით“.

სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ციფრულ ინტეგრაციას შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშოს CAREC-ის წევრ ქვეყნებს შორის კიდევ უფრო გაღრმავდეს თანამშრომლობა ვაჭრობის, ლოგისტიკისა და ფინანსური მომსახურების სფეროში.

"პანდემიის შემდეგ პერიოდში, CAREC-ის წევრმა ქვეყნებმა უნდა გააძლიერონ თანამშრომლობა ამ მიმართულებით, თუმცა მხოლოდ მთავრობების მხრიდან ძალისხმევა არ არის საკმარისი, ამ პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დიალოგს კერძო სექტორთან. ყველას გვესმის, რომ ინტეგრაციის პროცესის საბოლოო ბენეფიციარი სწორედ კერძო სექტორი იქნება, ამიტომ მნიშვნელოვანია, ბიზნესი განვიხილოთ როგორც ამ პროცესის ერთ-ერთი წარმმართველი ძალა“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და დასძინა, რომ CAREC-ის წევრ ქვეყნებს შორის სტანდარტების ჰარმონიზაციის ციფრულმა გადაწყვეტამ, მონაცემთა გაცვლის კოორდინირებულმა სისტემამ, შესაძლოა, გაზარდოს აღნიშნული დერეფნის პოტენციალი.

„გარდა ამისა, ქვეყნებმა ყურადღება უნდა მიაქციონ რეფორმებს, რომლებიც მიმართული იქნება სხვადასხვა სექტორის დერეგულაციისა და კერძო სექტორის როლის გაძლიერებისკენ. ამ კუთხით, თითქმის ყველა ქვეყანაში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საწარმოებს შეუძლიათ შეასრულონ მნიშვნელოვანი როლი. განსაკუთრებით, სატრანსპორტო დერეფნების განვითარების პროცესში. აქედან გამომდინარე, მინდა, ხაზი გავუსვა სახელმწიფო საწარმოების რეფორმის მნიშვნელობას. ყველა ამ მიმართულებით ჩვენ ვხედავთ აზიის განვითარების ბანკის მნიშვნელოვან წვლილს“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის მაღალი დონის შეხვედრაში, მონაწილეობა მიიღეს ADB-ის გენერალურმა დირექტორმა, CAREC-ის წევრი ქვეყნების ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებმა. ფორუმის მოდერატორი იყო ჟურნალ „ეკონომისტის“ მთავარი რედაქტორის მოადგილე, ტომ სტენეჯი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system