თავში

რას მისცემს ქვეყნის ენერგეტიკას ოროჰესის მცირე ჰიდროსადგური

რას მისცემს ქვეყნის ენერგეტიკას ოროჰესის მცირე ჰიდროსადგური
რას მისცემს ქვეყნის ენერგეტიკას ოროჰესის მცირე ჰიდროსადგური

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილმა ოროჰესის მცირე ჰიდროსადგური მოინახულა, რომელიც მიმდინარე წელს შევიდა ექსპლუატაციაში. სადგური დმანისის მუნიციპალიტეტში სოფელ ზემო ოროზმანთან მდებარეობს. მისი დადგმული სიმძლავრეა 1,25 მვტ, წლიური გამომუშავება კი - 6 მლნ კვტსთ ელექტროენერგია. სადგურის მშენებლობაში კომპანიამ "მომავლის ენერგია" 2,2 მლნ აშშ დოლარი განახორციელა. ობიექტზე 5 ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ მცირე და საშუალო ჰესების განვითარებას ქვეყანაში. ეს იმისთვის გვჭირდება, რომ ვუპასუხოთ ელექტროენერგიის გაზრდილ მოხმარებას. ამ მიმართულებით ეკონომიკის სამინისტრო კომპლექსურ ღონისძიებებს ახორციელებს," - განაცხადა დავით თვალაბეიშვილმა.
მინისტრის მოადგილის ცნობით, ერთი კვირის წინ მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომლითაც მომავალი ჰესების ინვესტორებს, თუკი ისინი მთავრობისგან გარანტირებულ ტარიფს არ ითხოვენ, სამშენებლო გარანტიების მოცულობა 10-ჯერ შეუმცირდებათ.

"აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს მსგავსი მცირე და საშუალო ჰესების განვითარებას. ბოლო სტადიაშია პარლამენტში განახლებადი ენერგიების კანონპროექტის განხილვა. მისი მიღების შემდეგ, ჩვენ შესაძლებლობა გვექნება, შევუმუშავოთ კონკრეტული მხარდაჭერის მექანიზმები ისეთი პროექტების მიმართ, რომლებიც ითვალისწინებს განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებას ენერგეტიკაში. ყველა ამ ღონისძიებით ჩვენ შევძლებთ, დავაჩქაროთ ქვეყანაში ადგილობრივი რესურსების გამოყენებით ელექტროენერგიის გენერაციის განვითარება და წინსვლა", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილმა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system