თავში

რას მოგვცემს თურქეთთან სავაჭრო რეჟიმის ლიბერალიზაცია

რას მოგვცემს თურქეთთან სავაჭრო რეჟიმის ლიბერალიზაცია
რას მოგვცემს თურქეთთან სავაჭრო რეჟიმის ლიბერალიზაცია

თურქეთთან სავაჭრო რეჟიმის შემდგომი ლიბერალიზაციისკენ ნაბიჯის გადადგმას ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი სარისკო გადაწყვეტილებად მიიჩნევს. ის ფიქრობს, რომ ამ ტიპის სავაჭრო ურთიერთობა საქართველოსთვის ნეგატიური შედეგის მომტანი და სერიოზულ საფრთხეს შეიცავს.

,,სავაჭრო რეჟმის ლიბერალიზაცია თურქეთთან საქართველოსთვის მაღალი რისკის შემცველია. ასეთი ფსევდო-სიამაყე სასიკეთოს არაფერს მოგვიტანს. ბაზრის დამცავ მექანიზმზე უნდა ვიფიქროთ. თურეთის, როგორც დომინანტი ექსპორტიორი პოზიცია საქართველოში კიდევ უფრო განმტკიცდება. შესაბამისად, მოსალოდნელია მეტი პრობლემა ლარის კურსთან დაკავშირებით და უარყოფითი სავაჭრო სალდოს, დეფიციტის კიდევ  უფრო გაღრმავება", - განუცხადა ხუხაშვილმა report.ge-ს.  

როგორც ანალიტიკოსი ვარაუდობს, სარგებელი, რაც შეიძლება ამ თანამშრომლობის შედეგად საქართველომ მიიღოს, უმნიშვნელოა.,,აგრარულ პროდუქციას თუ მივიღებთ მხედველობაში, ფიზიკურად არაფერი გვაქვს გასაყიდი, ღვინოსა და ციტრუსის გარდა. ეს ნიშნავს, რომ თურქეთის ბაზარზე საექპორტო არეალს ვერ გავაფართოვებთ, ხოლო საქართველოში თურქული პროდუქცია უფრო დიდი რაოდენობით შემოვა და საბოლოოდ ეს ლარის კურსს დააწვება, ამიტომ ქვეყნისთვის საკუთარი ბაზრის დაცვა ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია. ამავდროულად რეალური სექტორის განვითარებას მეტი სტიმული უნდა მიეცეს", - დასძენს გია ხუხაშვილი. 

თუმცა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შეფასებით, თურქეთთან სავაჭრო თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლით მოსალოდნელია ქვეყნის საექსპორტო შესაძლებლობების გაფართოება. 

,,დღეს თურქეთი ჩვენი ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ თურქეთიდან იმპორტი 7-ჯერ ჭარბობს ქართული პროდუქციის ექსპორტს თურქულ ბაზარზე. დღეს ჩვენ მივიღეთ დასტური და გადავდგით ნაბიჯები ჩვენი სავაჭრო რეჟიმის შემდგომი ლიბერალიზაციისკენ, ეს შეეხება როგორც ტარიფებს, ასევე არასატარიფო ბარიერებს. ასევე შეეხება ჩვენს ცხოველურ ნაწარმს, სასოფლო-სამეურნეო ნაწარმს, რომელიც, შესაძლებელი გახდება, მალე ვიხილოთ თურქულ ბაზარზე. გარდა ამისა, საუბარი არის ტექსტილის ინდუსტრიისთვის თურქეთთან ვაჭრობის გამარტივებაზე, რაც სექტორს საშუალებას მისცემს, უფრო უკეთ იყოს წარმოდგენილი, მათ შორის მესამე ქვეყნების - ევროკავშირის ბაზარზე“, - აღნიშნა მინისტრმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system